გიორგი ონიანს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
ადვოკატი გიორგი ონიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და ოთხი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მოსამართლემ დღეს დილით, 7 ნოემბერს გამოაცხადა. გიორგი ონიანი სასამართლო დარბაზში დააკავეს.
შს მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს უფროსის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ონიანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, პოლიტიკურ დევნასა და პირისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავებოდა. ის ოთხივე ეპიზოდში დამნაშავედ სცნეს.
გამოძიების ვერსიით, 2011 წლის 17 ოქტომბერს, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, გიორგი ონიანმა უკანონოდ დააკავა კოალიცია ქართული ოცნების მხარდამჭერი ლევან მდინარაძე (საზოგადოებისთვის ცნობილი ზედმეტსახელით დიჯეი რემბო).
პროკურატურის მტკიცებით, ონიანის ბრძანებით დაკავებული გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში ისე გადაიყვანეს, რომ არ გაჩხრიკეს.
ბრალდების მხარე აცხადებს, რომ ლევან მდინარაძის მიმართ სისხლის სამართლის საქმის ხელოვნურად შექმნის მიზნით, გიორგი ონიანმა საქმის გამომძიებელს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა წარუდგინა და დაავალა, რომ საქმის მასალებში აესახა ამ ნარკოტიკული საშუალების ამოღების ფაქტი.
პროკურატურა ასევე აცხადებს, რომ კიდევ ერთი ბრალდების მიხედვით, ონიანმა ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის, ზემოხსენებულ ფაქტამდე 2 დღით ადრე შპს დაო-პრინტის მენეჯერი დავით შათირიშვილი იდენტური სცენარით უკანონოდ დააკავა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს ის და 2014 წლის 26 თებერვალს აღკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 20 000 ლარის ოდენობით შეეფარდა, რაც მოგვიანებით პროკურატურამ გაასაჩივრა.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები