ჯულია რობერტსი

7 Nov. 2017, 11:28

სექსუალური შევიწროების მსხვერპლი პირადად არასდროს გავმხდარვარ. თუმცა ის ისტორიები რაც მოვისმინე და წავიკითხე ნამდვილად საშინელი და შემაძრწუნებელია. ახლა ყველა დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, უნდა გადავლახოთ ეს ყველაფერი და დასკვნები გამოვიტანოთ. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას გამოვცადე თუ არა ეს საკუთარ თავზე, მთავარია, რომ სხვებმა იგრძნეს ამ საშინელების გამანადგურებელი ძალა საკუთარ თავზე, მათ გამოსცადეს ის რაც ანგრევს და ანადგურებს ადამიანს და არავინ თქვას, რომ ეს ასე არ არის. უნდა დაველაპარაკოთ ჩვენს შვილებს, გოგოებს და ბიჭებს, ასე შეგიძლია დავიცვათ ისინი. უნდა დაველაპარაკოთ და ავუხსნათ ჩვენს ბიჭებს, რომ გოგოებზე ძალადობა საშინელებაა და ამავდროულად უნდა ვასწავლოთ გოგოებს, თუ როგორ იყვნენ უფრო ძლიერები რათა მათ თავის დაცვა შეძლონ. არ მინდა ჩემი შვილები მოძალადეები ან მსხვერპლები იყვნენ, არც თქვენი შვილები არ მინდა. ამიტომ მოუჯექით თქვენს შვილებს, გამონახეთ დრო და აუხსენით, რომ ძალადობის გარეშე სამყარო ბევრად უკეთესი იქნება. ეს ჩვენი მოვალეობაა, მშობლების მოვალეობაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ფილმი დაპიქსელებული კადრით
  3. ქვიზი: გაჰყვები ნოას მაგნიტურ მოგზაურობაში?
  4. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი რეჟისორი ფილმით
  5. ქვიზი: როგორ იცნობ AURORA-ს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს

მოკლედ: ანი ამილახვარი, რომელსაც პროსამთავრობო და პროპაგანდისტულ მედია POST TV-ზე გადაცემა პოსტ ალიონი მიჰყავდა,…