220 კგ - სად გადის ლაშა ტალახაძის შესაძლებლობების ზღვარი
ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ლაშა ტალახაძე ძალოსნობის სამყაროს გაოცებას განაგრძობს. მსოფლიო ჩემპიონატამდე 23 დღით ადრე, 24 წლის საჩხერელმა გოლიათმა ყველას დაანახა რომ შესაძლებლობების მაქსიმალური ზღვარისთვის ჯერ კიდევ არ მიუღწევია.
საქართველოს ჩემპიონატზე, რომელიც გასულ შაბათ-კვირას დუშეთის კულტურის სახლში გაიმართა, ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი ორი ახალი ეროვნული რეკორდით მოიპოვა: ატაცში 220 კილოგრამი ასწია, აკვრაში - 254 და ორჭიდის საერთო ჯამში - 474 კილოგრამს მოუყარა თავი.
ორივე შედეგი ფენომენალურია. ატაცში 220 კილოგრამის აწევით, ტალახაძემ 2017 წლის აპრილში, ევროპის ჩემპიონატზე, მის მიერვე დამყარებული მსოფლიო რეკორდი (217კგ) მთელი სამი კილოგრამით გააუმჯობესა; ორჭიდში ნაჩვენები შედეგი კი ერთი კილოგრამით მეტია, 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებზე ნაჩვენებ მსოფლიო რეკორდზე (473 კგ), რომელიც ასევე ქართველ ძალოსანს ეკუთვნის.
ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის (IWF) წესების მიხედვით, მსოფლიო რეკორდების რეგისტრაცია ეროვნულ დონეზე არ ხდება და მხოლოდ დიდ საერთაშორისო შეჯიბრებებზე წარმოებს. ამიტომ, ქართველმა ეს შედეგები მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გაიმეოროს, რომელიც ანაჰაიმში 28 ნოემბერს აიღებს სტარტს.
ლაშა ტალახაძე დარწმუნებულია, რომ ამერიკაში რეკორდებს აუცილებლად გააუმჯობესებს, იგი განსაკუთრებით აკვრას უმიზნებს, სადაც ირანელი ჰოსეინ რეზაზადეს მსოფლიო რეკორდი (263 კგ) 13 წელია არ დამხობილა:
"არასოდეს მქონია იმის განცდა, რომ ყველაფერს მივაღწიე უკვე და ახლა შემიძლია გავჩერდე. უფრო, პირიქით, არის. რა თქმა უნდა, მსოფლიო ჩემპიონატზეც შევეცდები ჩემი ახალი რეკორდები ვაჩვენო. პლუს ამას, ვინაიდან აკვრაში მსოფლიო რეკორდი უკვე დიდი ხანია ირანელ სპორტსმენს ეკუთვნის, ძალიან ბევრს ვფიქრობ რომ ეგ რეკორდიც გავაუმჯობესო."
ტალახაძისთვის მსოფლიო ჩემპიონატი განსაკუთრებული გამოწვევაა. 2015 წელს, ჰიუსტონში, ქართველმა ძალოსანმა მეორე შედეგი აჩვენა და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი, რუსი ევგენი ლოვჩევის დისკვალიფიკაციის შემდეგ მიიღო. რუსი აკრძალული პეპტიდური ჰორმონით Ipamorelin მიუღია, ბუნებრივია, დოპინგ-ტესტი ჩააგდო, ყველა შედეგი გაუუქმეს და 2019 წლამდე ვეღარ იასპარეზებს.
ანაჰაიმის რიგით 83-ე მსოფლიო ჩემპიონატზე, დოპინგის სისტემატური გამოყენების გამო, ასევე დისკვალიფიცირებულნი არიან: რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, ჩინეთის, ყაზახეთის, ბელორუსიის, უკრაინის, მოლდოვისა და ბულგარეთის ძალოსნები. IWF-ის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში მონაწილეობას ამ ქვეყნების ძალოსნობის ფედერაციები, 2018 წლის ოქტომბრის ბოლომდე ვერ შეძლებენ.
ძალოსნობის სამყაროში "ასობრივი პრობლემის" - დოპინგის აღმოსაფხვრელად, ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაცია (IWF), მსოფლიოსა (WADA) და აშშ-ს (USADA) ანტიდოპინგურ სააგენტოებთან ერთად, ანაჰაიმში რეკორდული რაოდენობის დოპინგ-ტესტების აღებას გეგმავს. IWF ძალოსნებს აფრთხილებს, რომ თუ 2015 წელს ჰიუსტონში, დოპინგზე, მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე სპორტსმენების 49 პროცეტი შემოწმდა, ახლა ეს რიცხვი 70 პროცენტს გადააჭარბებს.
კარიერის დასაწყისში, დოპინგ სკანდალს, სამწუხაროდ, ვერც ლაშა ტალახაძე ასცდა. 2013 წელს, მის სისხლში აკრძალული პრეპარატი - Stanozolol აღმოჩნდა. ლაშა, რომელმაც ორწლიანი დისკვალიფიკაცია (2013-15) მოიხადა ამბობს, რომ ეს "მისი" შეცდომა არ იყო:
"იმ დროს რაც დამემართა, ჩემი, როგორც სპორტსმენის ბრალი არანაირად არ იყო. მაშინ ბევრმა ინფორმაციამ გაიჟღერა, რომ თითქოს ჩუმად, მწვრთნელებისგან დამალულად ვიღებდი რაღაც პრეპარატებს, მერწმუნეთ ეს ყველაფერი ტყუილია. მეტ დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები.
მთავარია, რომ მე, ჩემს პირად მწვრთნელს, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს და ჩემი ოჯახის წევრებს სჯერათ რომ ყოველთვის სუფთა ვიყავი. ძველ დროს აღარ მივტირი, თუმცა ძალიან საწყენი იყო რაც მოხდა. 2013 წელს დოპინგზე ძალიან ბევრი ძალოსანი ჩავარდა და მათ შორის მეც აღმოვჩნდი".
დუშეთში, საქართველოს 2017 წლის ჩემპიონის (მორიგი) ტიტული ლაშა ტალახაძემ (ატაცი - 220, აკვრა - 254, ორჭიდი - 474) კონკურენციის გარეშე მოიგო. შედარებისთვის, სუპერ მძიმე წონაში, მეორე ადგილზე გასულმა გიორგი ჩხეიძემ საერთო ჯამში, მთელი 63 კილოგრამით (ატაცი - 186, აკვრა 225, ორჭიდი - 411) ნაკლები ასწია.
რა თქმა უნდა, კარდინალურად განსხვავებული სიტუცია იქნება ანაჰაიმში, სადაც ლაშა ტალახაძის მთავარი მეტოქეები, სავარაუდოდ, ირანელები იქნებიან: ოლიმპიური, მსოფლიო და აზიის ჩემპიონი 27 წლის ბეჰდად სალიმი და 29 წლის საიდ ალიჰოსეინი.
ალიჰოსეინი ირანული ძალოსნობის ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, თუმცა 2008-09 წლებში, დოპინგ-ტესტი ზედიზედ ორჯერ ჩააგდო, ჯერ სამუდამო მისცეს, შემდეგ კი რვაწლიანი დისკვალიფიკაციით შეუცვალეს. ირანული პრესის ცნობით, მსოფლიო ჩემპიონატს ორივე ათლეტი ალიჰოსეინიც და სალიმიც კარგ ფორმაში შეხვდება.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები