პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა
დღეს, 14 აპრილს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, ევროპელ ექსპერტებთან ერთად, საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი წარადგინა, რომლის თანახმადაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში ცვლილებები უნდა განხორციელდეს, რომელთა მიზანი საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და ინსპექტორის აპარატის მუშაობის ეფექტურობის გაზრდაა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები 8 სხვა კანონშიც უნდა შევიდეს.
მიღების შემთხვევაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში შემდეგი ცვლილებები შევა:
- კანონის მოქმედების სფეროს დაზუსტება და გაფართოება
- მონაცემთა დამუშავების პრინციპის მკაფიოდ ჩამოყალიბება
- მონაცემთა დამუშავების საფუძვლების დახვეწა
- განცხადების განხილვისა და ინსპექტირების განხორციელების მარეგულირებელი ნორმების ცვლილება
- აუდიო მონიტორინგის რეგულირება და ვიდეოთვალთვალის რეგულირების დახვეწა
როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა, თამარ ქალდანმა, განმარტა, წარმოდგენილი ცვლილებები ეხება როგორც მოქალაქის უფლებებს, ისე სხვადასხვა ორგანიზაციების ვალდებულებებსა და სანქციების გამკაცრებას იმ შემთხვევაში, თუ ბევრი ადამიანის უფლება დაირღვევა. მისი თქმით, ცვლილებები ნაწილობრივ ეხება ფარულ საგამოძიებო მოქმედებებზე ინსპექტორის ზედამხედველობის მანდატისა და კანონის მოქმედების სფეროს გაფართოებასაც.
წარმოდგენილი კანონპროექტი მონაცემთა დამმუშავებლების თეთრი და შავის სიის შექმნასაც გულისხმობს, სადაც აისახება ინფორმაცია იმ ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც პერსონალური მონაცემების დაცვის კანონდმებლობით შესრულების მაღალი სტანდარტით გამოირჩევიან, ან უხეშად არღვევენ მას:
"მონაცემებს პრაქტიკულად ამუშავებს ყველა საჯარო და კერძო ორგანიზაცია. მოქალაქეებს მეტი ინფორმაცია სჭირდებათ სანდოობის თვალსაზრისით, სად არის მათი მონაცემები უკეთ დაცული".
რაც შეეხება ფარული თვალთვალთან დაკავშირებულ ცვლილებებს, ქალდანმა აღნიშნა, რომ ინფორმაციული უსაფრთხოების აუდიტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანესი საკითხია, თუმცა, უშუალოდ ვინ მოახდენს აუდიტს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თუ კონტრაქტორი, ამაზე პარლამენტთან ერთად სულ მალე იმსჯელებენ.
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვაპარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო პარლამენტმა რუსული კანონი მეორე მოსმენით მიიღო
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები