ნარმანია სამწლიან მუშაობას აჯამებს: ჩემი მერობის პერიოდში 700 ათასზე მეტი ხე დაირგა
თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თბილისის მთავრობის ბოლო სხდომაზე სამწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ნარმანიას თქმით, მისი მერობის პერიოდში 700 ათასზე მეტი ხე დაირგა.
მერის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში მოეწყო 196 ახალი სკვერი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 463-ს. მისი განცხადებით, 13 ივნისის სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, სხვადასხვა სახის სამუშაოებზე, ჯამში 90 მილიონი ლარი დაიხარჯა. მერის ინფორმაციით, ექსპლუატაციაში შევიდა 12 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი და 13-ის მშენებლობა მიმდინარეობს.
"გარდა ამისა კი წინა ხელისუფლების პირობებში სხვადასხვა მიზეზით დახურული 3 ბაღი გავხსენით, გავარემონტეთ 100 არსებული ბაღიც, რამაც შესაძლებლობა მოგვცა მიგვეღო კიდევ უფრო მეტი აღსაზრდელი", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურმა 10 ახალი პროგრამა განახორციელა. ნარმანიას თქმით, სოციალური პროგრამების უმეტესობის დაფინანსება გაიზარდა, ნაწილი კი გაორმაგდა.
"აღნიშნულ პერიოდში თბილისის მერიის მიერ სწავლა დაუფინანსდა 6 500-მდე სოციალურად დაუცველ სტუდენტს, ასევე, სტიპენდიით წავახალისეთ მაღალი აკადემიური მოსწრების 369 მაგისტრანტი. პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და დასაქმების ხელშეწყობისათვის კი გადამზადდა 700 ადამიანი. გაიხსნა ფონიჭალის ახალგაზრდული ცენტრი და ქალაქს შევმატეთ კიდევ ერთი ახალი მედიათეკა ვეტერანთა კულტურის და დასვენების პარკში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დავით ნარმანია თბილისის მერად სამწლიანი ვადით 2014 წელს აირჩიეს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად 12 ნოემბერს მას კახა კალაძე ჩაანაცვლებს.
-
-
გადახედვაახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციები დღეს საპროტესტო აქციას გამართავენ
-
გადახედვაშინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აქციებს საერთაშორისო სტანდარტებით შლიან
-
გადახედვალადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა ლადო აფხაზავაზე თავდასხმის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარედგინა
-
გადახედვაშაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები შაბათს, 11 მაისს, ევროპის მარში გაიმართება, მოქალაქეები ევროპის მოედნისკენ სამი ადგილიდან დაიძვრებიან — დეტალები
-
გადახედვაფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ ფანები Met Gala-ს ფოტოგრაფებს Stray Kids-ის მიმართ უხეშ მოპყრობაში ადანაშაულებენ
-
-
გადახედვაროთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს როთი: 13-15 მაისს ვეწვევი ევროპის ნამდვილ დედაქალაქს, თავისუფლებისა და დემოკრატიის ქალაქ თბილისს
-
-
გადახედვა"ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა "ვგმობთ აქტივისტებზე და მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას და მოვითხოვთ რეაგირებას!" — ეროვნული პლატფორმა
-
გადახედვაჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე ჩვენი მეცნიერება და განათლება დაბრუნდება 90-იანებში — ნანა დიხამინჯია რუსულ კანონზე
-
გადახედვაკულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება კულტურის სამინისტრო "არილს" აღარ დააფინანსებს — ჟურნალის გამოცემა წყდება
-
-
გადახედვაღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება ღია მმართველობის პარტნიორობა (OGP) საქართველოს რუსული კანონის გაწვევისკენ მოუწოდებს — განცხადება
-
-
-
გადახედვანეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო ნეტფლიქსმა სერიალ Wednesday-ის მე-2 სეზონის გადაღებები დაიწყო
-
გადახედვასუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა სუს-მა რუსული კანონის საწინააღმდეგო მშვიდობიანი დემონსტრაციების შესახებ განცხადება გაავრცელა
-
გადახედვაპაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ პაპუაშვილი: ადამიანები რასაც ერიდებიან საჯარო განცხადებებში, იმას არ ერიდებიან კერძო საუბრებში... მნიშვნელოვანია, ეს ადამიანებიც დაფიქრდნენ
-
გადახედვაქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს ქართული ოცნება შექმნის ბაზას, სადაც განათავსებენ ინფორმაციას მათზე, ვინც სოციალურ ქსელებში მთავრობისთვის მიუღებელ ინფორმაციას იწონებს
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
კომენტარები