მოემზადეთ, სულ მალე შესაძლებლობა გექნებათ თავად შეუერთდეთ ჯადოქრების სამყაროს.

Pokémon Go-ს შემქმნელები ჰარი პოტერის მიხედვით ახალ თამაშს, Harry Potter: Wizards Unite ქმნიან.

თამაშთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ცნობილი ბევრი არაფერი არ არის, თუმცა როგორც სხვადასხვა გამოცემები წერენ, ის Pokémon Go-ს მსგავსი იქნება, რაც საშუალებას მოგცემთ ჯადოსნური სამყარო თქვენს რეალობაში გადმოიტანოთ, მოძებნოთ მაგიური არტეფაქტები, შეხვდეთ საყვარელ ჯადოქრებს და ა.შ.

როგორც თამაშის სემქმნელები ამბობენ, ახალი პროდუქტი 2018 წელს გამოვა.