გოგონა “მილენიუმიდან” ობობას ქსელში
2013 წლის დეკემბერში შვედურმა გამომცემლობამ Norstedts Förlag-მა დააანონსა, რომ “მილენიუმის ტრილოგია” გაგრძელდებოდა და მას ახალი ავტორი, დევიდ ლაგერკნაცი (ცნობილი ჟურნალისტი და მწერალი, ავტორი წიგნისა “მე - ზლატან იბრაჰიმოვიჩი“) ეყოლებოდა. გამომცემლები დიდ ყურადღებას აქცევდნენ იმას, რომ წიგნის სიუჟეტი და დეტალები არსად გამჟღავნებულიყო. ამიტომაც ავტორი ისეთ კომპიუტერში წერდა ამ ამბავს, რომელიც ინტერნეტთან არ იყო მიერთებული. საბოლოოდ კი, მათ თავისი ხელით გადასცა ამობეჭდილი ვერსია გამომცემლებს. ამით გამოსვლის ბოლო წამამდე არავინ იცოდა რა ხდებოდა შიგნით.
ლაგერკნაცმა პირველი დრაფტი 2015 წლის იანვარში ჩააბარა, ხოლოდ ამავე წლის აგვისტოდან კი ლიზბეთ სალანდერისა და მიქაელ ბლუმკვისტის თავგადასავალი ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა. თავგადასავალი, რომლესაც მილიონობით მკითხველი ელოდა, გაგრძელდა. წიგნი ერთდროულად გამოსცა მსოფლიოს 25-მა გამომცემლობამ 38 ენაზე და გამოსვლისთანავე მსოფლიო ბესტსელერი გახდა.
განსაკუთრებით რთული მგონია სხვისი ნაწარმოების გაგრძელება, იმ გმირების განვითარება, რომლებიც თავის დროზე სხვის გონებაში ჩამოყალიბდნენ. ამ დროს დიდი პასუხისმგებლობა გაკისრია როგორც წინა ავტორის სახელის მიმართ, ასევე მომავალი მკითხველების წინაშე, რადგან ისინი წაკითხვისთანავე იცნობენ, შეიცვალა თუ არა მათ საყვარელ გმირებში.
2015 წელი ბესტსელერების მხრივ გამორჩეული იყო, დღის სინათლე იხილა ჰარპერ ლის უცნობმა წიგნმა “მიდი დააყენე დარაჯი”. ამ წიგნით ჩვენ მივიღეთ გმირი, რომელიც სრულიად სხვა კუთხით გამოჩნდა, ეს ის ატიკუს ფინჩი აღარ იყო, რომელიც “ნუ მოკლავ ჯაფარადან” ვიცოდით. ამ წიგნმა დაამტკიცა, თუ როგორი შეიძლება იყოს ჩვენი საყვარელი და მნიშვნელოვანი გმირის ბნელი მხარე. დეტალურად სხვა რევიუში ვისაუბრებ ამ ორ წიგნზე. ახლა დავუბრუნდეთ სტიგ ლარსონის მიერ დაწყებულ “მილენიუმის ტრილოგიას”. აქ ბევრისთვის საყვარელი გმირები, ლიზბეთ სალანდერი და მიკაელ ბლუმკვისტი ჩვეულ სტილში ცდილოენ მსოფლიო თავსატეხების ამოხსნას.
ლიზბეთ სალანდერი თანამედროვეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გმირია. ის საუკეთესო სახეა მარტოსული, ძლიერი, ჩამოყალიბები ქალის, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა. მისი მისწრაფებები თავისი ოჯახის ისტორიის გამორკვევას სცედა და მსოფლიო დანაშაულებების აბლაბუდაში ეხვევა. ჟურნალისტი ბლუმკვისტი კი კვლავ ჟურნალ “მილენიუმისთვის” ამზადებს ახალ, მნიშვნელოვან და სენსაციურ მასალას.
მახსოვს, როგორ გავიცანი ეს გმირები. თითოეული წიგნი ისეთი ნარკოტიკივით იყო, რომლისგან თავის დანებება ძალიან გიძნელდება მკითხველს. წიგნების სტრუქტურა დღეებს მიყვება, სადაც პარალელურად ძალიან ბევრი რამე ხდება. არის დეტალური თხობა თანამედროვე ინტერნეტ ტექნოლოგიებისა თუ დანაშაულების შესახებ. “მილენიუმის საგის” მეოთხე წიგნიც ასევე გრძელდება. ბევრი საინტერესო გმირითა და ჩახლართული სიუჟეტით.
დევიდ ლაგერკრანცმა გააცოცხლა ალან ტურინგის თანამედროვე ვერსია. ფრანს ბალდერი გენიოსი მეცნიერია, რომელიც თანამედროვე სუპერ ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. მისი საქმიანობა ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური დაცვის ბიუროს, ხოლო მეორეს მხრივ დანაშაულებრივი დაჯგუფების ყურადღებას მიიქცევს. ავტორი სხვადასხვა კუთხით ცდილობს გვაჩვენოს ადამიანის გონებრივი შესაძლებობები. კარგად გვახსოვს სალანდერის კომპიუტერული ნიჭი, რომლისთვის დაშიფრული მასალა არ არსებობს. ახალ, მეოთხე ნაწილში გვყავს აუტისტი ბავშვი, აუგუსტ ბალდერი (ფრანსის შვილი), რომელსაც მსგავსი ნიჭი აქვს.
შერბილებულია მიკაელ ბლუმკვისტის გმირი, რომელიც ისეთივე ძალით აღარ ერთვება სასიყვარულო თუ რომანტიკულ ამბებში. სიუჟეტიდან გამომდინარე, შეუძლებელიც კი არის, მისი რაიმე პირადული ამბის გაგება. ეს მხოლოდ რამდენიმე წინადადებითა და ფრაზით შეიძლება ამოვიცნოთ. ავტორი ცდილობს კიდევ უფრო გაადამიანუროს ის, სხვებთან მიმართებაში. აღარ იყოს ისეთი სუპერ ჟურნალისტი, როგორიც მანამდე გვახსოვდა. შეიძლება ეს იმ ცვლილებების ბრალია, რომელსაც მსგავსი ლიტერატურა განიცდის დროთა განმავლობაში ან დევიდ ლაგერკრანცმა ასე დაინახა თავის დროზე. წიგნში გმირები იმდენად არიან გადაჯაჭვულნი, რომ თავიდან თითქოს და მკითხველის დასაბნევად ერთდროულად შემოდიან სიუჟეტში პირველივე გვერდებიდან. ამიტომაც იყო, რომ რამდენიმე თავი გადავიკითხე, კიდევ ერთხელ დავუკვირდი დეტალებს და ისე გავაგრძელე...
ეს წიგნი არის ერთი ამოსუნთქვის წასაკითხი მძიმე ტრილერი, რომელშიც მკითხველი ისევევა ჩართული, როგორც შვედეთის პოლიცია. სიუჟეტის სისწრაფე აჩქარებულ მატარებელს ჰგავს, რომელიც გრძელ გზაზე მიდის. ეს გზა კიდევ უამრავ კრიმინალურ დანაშაულთან ერთად მთელ მსოფლიოს აერთიანებს: ამერიკის შეერთებული შტატებიდან შვედეთის გავლით რუსეთამდე.
გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ მეოთხე ნაწილი ორგანულად ერწყმის საწყის ტრილოგიას. ეს მწერლის ოსტატობითა და სიუჟეტის სიღრმისეული წვდომით არის გამოწვეული. ეს სამყაროა, სადაც ჩვენი ცხოვრების პარალელურად უამრავი მსგავსი ისტორია ხდება, ადამიანების დაკარგვიდან დაწყებული, სუპერ კომპიუტერებზე ინფორმაციის მოპარვით დამთავრებული. ახალი ამბებიდისგან განსხვავებით აქ მთავარი გმირები გაცილებით შორს მიდიან, ვიდრე უბრალოდ კრიმინალური ამბავია. ისინი ბოლომდე ეხვევიან იმ დიდ ქსელში, სადაც ჯერ კიდევ არავინ იცის ვინ არის მთავარი, დედოფალი ობობა.
-
გადახედვაპარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 5 წლის ვადით აირჩია
-
გადახედვაახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან ახალი კვლევის თანახმად, ემოციური აღგზნებისას ქათმებიც წითლდებიან
-
-
-
გადახედვადაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვა1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში 1-ელ მაისს საქართველოში ჩამოვა ევროკომისიის გენერალური დირექტორი გაფართოების შესახებ მოლაპარაკების საკითხებში
-
გადახედვანახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო ნახეთ: ვების ტელესკოპმა ცხენის თავის ნისლეულის გასაოცარი სურათები გადაიღო
-
გადახედვაბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
-
გადახედვა5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
-
გადახედვა"მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
-
გადახედვასასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სასამართლო სისტემა — ბერკეტები და გამოწვევები ქალთა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე
-
გადახედვამთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი მთავრობამ უქმე დღეებად გამოაცხადა 7, 8 და 10 მაისი
-
გადახედვარატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს რატომ ვერ ვირჩევთ მოსამართლეებს
-
გადახედვარუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
-
გადახედვაპუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე პუტინისტურ "ხალხის ძალას" კი არა, ლუკაშენკოსა და ლავროვსაც კი გადაასწრო ივანიშვილმა გუშინდელი განცხადებებით — გოცირიძე
-
გადახედვანინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს ნინო ხარატიშვილი: ამაზე მკაფიოდ უკვე ვეღარავინ დაგვიწერს ჩვენთვის დამღუპველ სცენარს
-
გადახედვაპარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება პარლამენტთან, რუსული კანონის მეორე მოსმენის გასაპროტესტებლად, 19:00 საათზე აქცია გაიმართება
-
გადახედვადათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე დათო გორგილაძე: დღეს პარლამენტთან! რადგანაც ჩვენი ვალია ქვეყნის წინაშე
-
გადახედვადღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს დღეს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე რუსულ კანონს მეორე მოსმენით უყრის კენჭს
-
გადახედვაკობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში კობახიძე "შეგნებულად" არ მიესალმა პრეზიდენტს — რა მოხდა ვაზიანში
-
კომენტარები