რიზ უიზერსპუნი

13 Nov. 2017, 14:25

ჰოლივუდში ძალიან ბევრი რამ მომხდარა. ახლა ჩვენ საქმე გვაქვს სექსიზმისა და სექსუალური შევიწროებების მახინჯ და მანკიერ გამოვლინებებთან, ეს ყველაფერი კი ადამიანებისთვის საზარელი გასახსენებელია. ჩვენ მართლაც უნდა შევისწავლოთ ჩვენს ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა და მასში ცვლილებები შევიტანოთ, რადგან ეს დიდი პრობლემაა როგორც ქალი, ასევე კაცი მსახიობებისთვის, ეს არის ძალაუფლებასთან დაკავშირებული დიდი პრობლემა. ვფიქრობ, რომ ჰოლივუდში ქალთა ლიდერობის შესახებ კრიტიკული დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს, რადგან თუ ქალი გადაწყვეტილების მიმღებთა მაგიდას არ უზის, განსხვავებული მოსაზრებები ვერ გაჟღერდება. ქალები მსოფლიოში უმსხვილეს აუდიტორიას წარმოადგენენ და ჩვენ ისინი თავიანთი მრავალფეროვნებით უნდა აღვიქვათ. მსახიობობა ძალიან მომწონს, მაგრამ ჩემთვის ნათელი გახდა, რომ ამ საქმეს ახალი მისიაც უნდა შევუთავსო, მტკიცედ მაქვს გადაწყვეტილი, სხვა ქალებისთვის და ფერადკანიანი ადამიანებისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნაზე ვიმუშაო, მათ საკუთარი ისტორიების ამოთქმაში დავეხმარო. უნდა წავახალისოთ რეჟისორები და პროდიუსერები, საქმიანობის ასპარეზი მეტად დაუთმონ ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე ქალებს და კინოში ქალის ხმის გაჟღერების შესაძლებლობისთვის იბრძოლონ, რადგან ჩვენი ნაამბობი უნდა შეიცვალოს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: იამაყებდა თუ არა მერედით გრეი შენით
  5. LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

რა ხდება: თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. დეტალები: გამომსვლელებს…