რამდენიმე წუთის წინ თბილისის ახალმა მერმა, კახა კალაძემ თბილისის ახალი გამგებლები წარადგინა. თბილისის ახალი გამგებლებიდან მხოლოდ ერთია ქალი.

თბილისის გამგებლები იქნებიან:

  • საბურთალო - გაიოზ ვასაძე;
  • ვაკე - ნოდარ ტურძელაძე;
  • ჩუღურეთი - ზურაბ ჩიკვილაძე;
  • დიდუბე - ირმა ზავრადაშვილი;
  • ნაძალადევი - ირაკლი ხელაძე;
  • გლდანი - ბექა მიქაუტაძე;
  • კრწანისი - ლევან ჯაფარიძე;
  • მთაწმინდა - დავით კირკიტაძე;
  • ისანი - კახა ლაბუჩიძე;
  • სამგორი - დავით კერესელიძე.