ჯულია რობერტსი

15 Nov. 2017, 18:05

ადამიანების დაცინვა სპორტის სახეობად იქცა და ვფიქრობ, რომ ეს სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ. ადამიანებს აკრიტიკებენ და ჩაგრავენ ყველგან - ლანჩის დროს, ინტერნეტ სივრცეში, ყველგან სადაც კი ამის საშუალება მიეცემათ. მათ დასცინიან იმის გამო თუ რა აცვიათ, თმა როგორ აქვთ, როგორ გამოიყურებიან და ნაოჭებსაც კი უთვლიან სახეზე, მათ შორის მეც. ძალიან უცნაურია, როდესაც მაგალითად ჩემზე ამბობენ - ოჰ, შეხედეთ მას თვალთან ნაოჭები აქვს. ხალხო, გავიზარდე, 50 წლის ვარ, ნაოჭები აუცილებლად მექნება. საკუთარ თავსაც ვგულისხმობ, როდესაც ვამბობ, რომ ადამიანებმა სხვების გაკრიტიკება უნდა შეწყვიტონ, ბევრჯერ გამომიჭერია საკუთარი თავი, როდესაც ვინმეს სარკაზმით ვპასუხობ ან ვაკრიტიკებ, მაგრამ ვხვდები რომ ეს მიდგომები აუცილებლად უნდა შევცვალო და საკუთარ თავს ვეუბნები - ჯულია, კარგი რაღაცების თქმა ხომ შეგიძლია? ხოდა იყავი უფრო კეთილი სხვების მიმართ. ეს სულ ერთი დღეც რომ შევძლოთ, იქნებ ჩვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შევცვალოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
  2. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი ფილმი დაპიქსელებული კადრით
  3. ქვიზი: გაჰყვები ნოას მაგნიტურ მოგზაურობაში?
  4. ქვიზი: გამოიცანი ცნობილი რეჟისორი ფილმით
  5. ქვიზი: როგორ იცნობ AURORA-ს?

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, გაათავისუფლეს

მოკლედ: ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც 14 მაისს, რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე დააკავეს, თავისუფალია. "მოულოდნელად…