თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის პოსტზე კახა კალაძის მიერ წარდგენილი ნიკოლოზ (ნუგზარ) ჭონქაძე რუსთავი 2-თან ადასტურებს, რომ სულიკო კედელაშვილის ფსევდონიმით Facebook ანგარიში სწორედ მას ეკუთვნოდა:

"ეს გვერდი შეიქმნა ამისთვის, საზოგადოებისთვის, რომელსაც სჭირდებოდა ასეთი ხისტი პოზიციის დაფიქსირება და ვერ აფიქსირებდა. მარტო მე კი არ ვაფიქსირებდი, იქ ძალიან ბევრი კომენტარებში აფიქსირებდა თავის აზრებს."

ჭონქაძის თქმით, თუ ვინმემ შეურაცხყოფილად იგრძნო თავი, შეუძლია სასამართლოში იჩივლოს.

სულიკო კედელაშვილის FB ანგარიშზე ჰომოფობიური, ქსენოფობიური და სხვა შეურაცხმყოფელი ტექსტები ქვეყნდებოდა.