გიორგი მარგველაშვილი

17 Nov. 2017, 00:21

ტოლერანტობისა და მიმტევებლობის ეს დღე უაღრესად მნიშვნელოვანია თანამედროვე და ძლიერი საზოგადოების მშენებლობისათვის. მნიშვნელოვანია, როცა ადამიანი მუშაობს სხვა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად. რასაც უნდა აკეთებდეთ, ან უნდა გააკეთოთ, უნდა გვახსოვდეს არა მარტო პოლიტიკური დღისწესრიგის თვალსაზრისით, არამედ სიღრმისეულად, რომ მთავარი ამოცანა და მიზანი უნდა იყოს, რომ ვემსახუროთ სხვა ადამიანების თავისუფლებას.

თქვენ არ შეიძლება იყოთ თავისუფალი, თუ არ დაიცავთ სხვა ადამიანების თავისუფლებას, იმ ადამიანების თავისუფლებას,რომლებთან ერთად ცხოვრობთ, რომლებიც თქვენს გარშემო არიან.

თქვენ უნდა გამოთქვათ პროტესტი, როდესაც ვიღაცას ჩაგრავენ. თქვენი ამოცანა უნდა იყოს დაიცვათ ყოველდღიურ საქმიანობაში თანამოქალაქეების უფლებები და თავისუფლებები და ნებისმიერ შანსს, რომელსაც თქვენ გაუშვებთ, ამ თვალსაზრისით, ეს გახლავთ მომენტი, როდესაც თქვენ დაკარგავთ თქვენს ლიდერობას.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის წევრებს შეხვდა და ტოლერანტობაზე, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე და საქართველოს ოკუპაციაზე ისაუბრა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუსული კანონის წინააღმდეგ თსუ-ს იმ ფაკულტეტის თვითმმართველობა ავრცელებს განცხადებას, სადაც ლექციებს კობახიძე კითხულობს
  2. რუსულ კანონზე კრიტიკული კომენტარის გამო, POST TV-ის თანამშრომელი გაათავისუფლეს
  3. კობახიძე: თუ ორი კვირის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი ვენეციის კომისიის სამართლებრივი არგუმენტები, ღია ვართ დისკუსიისთვის
  4. რა ვიცით კობახიძის ვიზიტზე თურქეთში, სადაც ის ხუთ მინისტრთან და კიდევ ორ მაღალჩინოსანთან ერთად ჩავიდა
  5. ო'ბრაიენი ივანიშვილის სანქცირებაზე: როდესაც ადამიანებს სანქციებს ვუწესებთ, ამას ვაკეთებთ მკაფიო მტკიცებულებებით

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გოჩა სურგულაძემ, ბსუ-ს ადმინისტრაციის თანამშრომელმა, სამსახური დატოვა

მოკლედ: გოჩა სურგულაძე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის…