ამერიკელი სერიული მკვლელი და მენსონების ოჯახის კულტის ლიდერი ჩარლზ მენსონი 83 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ჩარლზ მენსონი აშშ-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და ტრაგიკული საქმითაა ცნობილი. 1969 წლის 8 აგვისტოს მან თავის მიმდევრებს უბრძანა, რომ ლოს-ანჟელესის გარეუბანში მდებარე სახლისთვის შეეტიათ. რომან პოლანსკის სახლში შეჭრის შედეგად მოკლეს რეჟისორის ორსული მეუღლე, მსახიობი შერონ ტეიტი და მათი ოთხი მეგობარი.

მენსონის მთავარი მიზანი რასობრივი ომი წამოწყება იყო. ის ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ამ დროს ადამიანის სულს ხორცისგან ათავისუფლებდნენ.

მენსონსა და მის თანამზრახველებს თავდაპირველად სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეეფარდათ, თუმცა 1972 წელს მათ სასჯელი სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.

ჩარლზ მენსონისა და მისი კულტის შესახებ რამდენიმე მხატვრული და დოკუმენტური ფილმია გადაღებული. ამავდროულად მისი პერსონაჟი FX-ის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სერიალში American Horror Story გამოჩნდა.

ცოტა ხნის წინ კი ცნობილი გახდა, რომ რეჟისორი კვენტინ ტარანტინო მენსონის კრიმინალური კულტის შესახებ ფილმს გადაიღებს.