მირიან ჯუღელი

29 Nov. 2017, 14:41

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2014 წლის საყოველთაო აღწერის შედეგად ქვეყნის მოსახლეობამ 3,7 მილიონი შეადგინა. ანუ 3,7 მილიონი ადამიანი, რომელიც ადრე, ახლა ან მომავალში თავის შესაძლებლობებს ქვეყნის განვითარებას მოახმარს.

დიახ, ჩვენ არ გვაქვს განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები და დიახ ჩვენი მთავარი რესურსი თავად ადამიანები ვართ. ამიტომაც მნიშვნელოვანია არც ერთი ჩვენთაგანის ნიჭი არ დაიკარგოს. ჩვენ ხშირად ვერ ვხვდებით რომ ამის მიღწევისთვის თანასწორი გარემო აუცილებელია. თანასწორობა კი ჩვენი ყოველდღიურობიდან, ჩვენი ოჯახებიდან იწყება. ხშირად ვერ ვხვდებით, რომ ოჯახში ჰარმონიის და თანასწორების მისაღწევად კაცების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია. არაერთი კვლევა თუ მიგნება ამბობს, რომ იმ ოჯახებში, სადაც როლები თანაბრადაა განაწილებული, სადაც კაცები ისევე იღებენ პასუხისმგებლობას ბავშვის აღზრდაზე თუ სხვა საკითხებზე, როგორც ქალები, შვილები უფრო ბედნიერები და ძლიერები იზრდებიან.

ჩვენ ასევე ხშირად ვერ ვხვდებით რომ ქალთა მიმართ ძალადობა ბავშვების ბედნიერების, თანასწორობის და ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი დიდი ხელისშემშლელი ფაქტორია. ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობა ვნებს არა მარტო ქალებს, არამედ ქვეყნის ყველა მოქალაქეს. ამიტომაც თუკი ჩვენ გვინდა რომ ჩვენი შვილები უკეთეს გარემოში გაიზარდნონ ჩვენ უნდა დავძლიოთ ძალადობა, ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ერთმანეთზე და უკეთესი ხვალინდელი დღე ავაშენოთ.

ეს ყველაფერი კი ძალიან მარტივი მისაღწევია და ეს ჩვენი ოჯახებიდან უნდა დავიწყოთ.

ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი მოვლენა ჩემი მეუღლის და ჩემი შვილის - ლიზას დაბადებაა. მე და ჩემს მეუღლეს საოჯახო საქმეები აბსოლუტურად თანასწორად გვაქვს განაწილებული და არც ერთს გვეთაკილება ამა თუ იმ საქმის გაკეთება. ასეა ლიზაც, ის ახლა სამი წლისაა და ჩვენ მას სრულ თავისუფლებას ვაძლევთ, თავად აირჩიოს, რა ჩაიცვას, რა ჭამოს თუ რა ვითამაშოთ. მჯერა, რომ ლიზა თავისუფალ, დამოუკიდებელი და თანასწორ გარემოში უნდა გაიზარდოს, რათა მან თავად გადაწყვიტოს როგორი განათლების მიღება სურს, თავად აირჩიოს პროფესია და თავად განვითარდეს. რა თქმა უნდა მეც და ჩემი მეუღლეც ერთ წუთს არ დავიშურებთ ამ ყველაფრისთვის და მისთვის რჩევის, რეკომენდაციის თუ შესაძლებლობების მიცემისთვის.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. დაიტოვე — თბილისში რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
  2. ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
  3. 5 წელია, ფხიზელი ვარ — ენ ჰეთეუეი
  4. "მოგზაურთა კლუბში" რუსული კანონის გაპროტესტების მსურველებს თბილისში დასარჩენ ადგილს სთავაზობენ
  5. გიორგი გიგაშვილი: TV Imedi — ძალიან მრცხვენია ამ არხთან ჩემი წარსულის არსებობა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს

რა ხდება: გელა ნადირაძე, რომელიც აქციისთვის თბილისში საჩხერიდან ჩამოვიდა, მიხაილოვის საავადმყოფოში იპოვეს. მისი…