ზურაბ ჯაფარიძე

21 Nov. 2017, 15:24

საზოგადოებრივ მაუწყებელზე და ბიუჯეტიდან მის დაფინანსებაზე რას ვფიქრობ აღარ გავიმეორებ. ახლა მითხრეს, რომ თურმე ახალი შენობის აშენება აქვთ დაგეგმილი. იქვე, სადაც ახლაა, ქალაქის ცენტრში. ანუ, რამდენიმე მილიონი გადასახადის გადამხდელების ფული უნდა დაიხარჯოს ცენტრში ტელევიზიის შენობის მშენებლობისთვის, რომელსაც არავინ უყურებს. ის ადგილი არის ერთ-ერთი საუკეთესო კომერციული თვალსაზრისით. აუქციონზე რომ გაიტანო, ალბათ ყიდვის მსურველების წყვეტა იქნება. მილიონი რამის გაკეთებაა იქ შესაძლებელი, რაც ეკონომიკურად გამართლებული იქნება, ანუ ფულს კი არ მოითხოვს, არამედ ფულს დაწერს და ხალხს დაასაქმებს. და ვინმეს სჯერა რომ ქართული საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის რამე მნიშვნელობა აქვს საიდან იმაუწყებლებს, გმირთა მოედნიდან თუ რომელიმე სხვა ქალაქიდან? ამის დათვლას ჰარვარდის დამთავრება სჭირდება? გილოცავთ ტელევიზიის მსოფლიო დღეს!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  4. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები
  5. ბიძინა ივანიშვილის მიმართვა რუსული კანონის მხარდასაჭერად, პარლამენტთან ორგანიზებულად შეკრებილებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს

მოკლედ: შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სამართალდამცველებმა უზრუნველყვეს დეპუტატებისა და პარლამენტის…