თბილისის მე-18 კინოფესტივალს უნგრული დრამა, სულისა და სხეულის შესახებ, გახსნის
4 დეკემბერს, კინოთეატრ ამირანში თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალი უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის ფილმით სულისა და სხეულის შესახებ გაიხსნება.
უნგრელი რეჟისორის ილდიკო ენიედის 2017 წლის ფილმი ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფიპრესის, ეკუმენიკური ჟიურის და ფესტივალის მთავარი ჯილდოს - ოქროს დათვის მფლობელი გახდა. ფილმმა ასევე გაიმარჯვა სიდნეის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. გარდა ამისა, სულისა და სხეულის შესახებ ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს მფლობელია და უნგრეთის სახელით ოსკარზეა გაგზავნილი საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე წარსადგენად.
ფილმის სიუჟეტი ბუდაპეშტის ხორცკომბინატში ვითარდება. ფილმის მთავარი გმირები მისი თანამშრომლები - ენდრე და მარია არიან. ენდრე, ხორცკომბინატის ფინანსური დირექტორი, შუა ხნის, მარტოსული მამაკაცია. მარია კი, ქერა, სიტყვაძუნწი პერფექციონისტია - ხორცის ხარისხის ინსპექტორი. ერთი შეხედვით მათ არც არაფერი აკავშირებთ, თუმცა სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარადაა.
კომპანიაში რუტინული ინტერვიუს დროს, ფსიქოლოგი აღმოაჩენს, რომ მარიას და ენდრეს ერთნაირი პერიოდული სიზმრები აქვთ. ისინი გაოცებული არიან, რადგან ამ ორმა ინტროვერტმა ადამიანმა არაფერი იცის ერთმანეთის შესახებ. მეორე დღეს ისევ ამოწმებენ და მათ ისევ ერთი და იგივე სიზმარი ესიზმრათ წინა ღამეს. ისინი ისევ და ისევ ადარებენ საკუთარ სიზმრებს და თანდათან ცხადი ხდება, რომ ერთმანეთს საერთო სივრცეში ხვდებიან: მშვიდ, თოვლიან ტყეში, სადაც ლამაზ ირმებად გარდაიქმნებიან და ერთმანეთს, ნაზად ეტრფიან.
"ფილმის ხერხემალს დაქუცმაცებული სიყვარულის ისტორია წარმოადგენს, ამის უკან, ჩვენი, ყოველდღიური სამყაროა. ვფიქრობთ, რომ კარგად ვიცნობთ მას. სახლი, ქალაქი, სამუშაო ადგილი, ჩვენი თავისუფალი დრო - ესაა ის, რაშიც ყოველდღიურ რუტინაში ვეფლობით. და ოცნებები? ენდრე და მარიას საერთო სიზმრების სამყარო ჰაეროვანი, ბუნებრივი და თავისუფალი ემოციებითაა გაჟღენთილი. ესაა ადგილი, სადაც ჩვენ, საკუთარი თავის შეცნობა შეგვიძლია", - ამბობს ფილმის რეჟისორი ილდიკო ენიედი.
რაც შეეხება რეჟისორს, ილდიკო ენიედიმ კარიერა დაიწყო როგორც კონცეპტუალურმა და მედია არტისტმა. 1999 წელს გადაღებულმა მისმა მხატვრულმა ფილმმა Simon, the Magician ლოკარნოს კინოფესტივალზე ჟიურის სპეციალური პრიზი მოიპოვა, ხოლო ფილმმა ტამაში და იული (1997) ბელფორტის კინოფესტივალზე გრან-პრი დაიმსახურა. მას შემდეგ, ენიედიმ რამოდენიმე სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი გადაიღო. სულისა და სხეულის შესახებ 18 წლიანი პაუზის შემდეგ მისი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია.
თბილისის მე-18 საერთშორისო კინოფესტივალი წელს 4 დეკემბერს დაიწყება და 10 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
გაიგეთ მეტი:
- ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- ვორქშოფები, რომელთაც შეგიძლიათ თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალზე დაესწროთ
- ქართული ფილმები, რომელთა ნახვაც თბილისის მე-18 კინოფესტივალზე შეგეძლებათ
- 8 ფილმი, 8 ამბავი, გერმანული კინოს 8 საუკეთესო ნამუშევარი თბილისის კინოფესტივალზე
- თბილისის მე-18 საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამის ათი ფილმი
- სექციაში "ქვეყანა ფოკუსში" თბილისის კინოფესტივალი წელს უნგრეთს უმასპინძლებს
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
კომენტარები