შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეტყობინების საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცავებმა 1973 წელს დაბადებული კ.მ., ოჯახში ძალადობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ცოლს, 1975 წელს დაბადებულ მ.მ.-ს, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

როგორც შსს აცხადებს, დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 126-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით. დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.