2016 წელს მედიის თავისუფლების ინდექსით საქართველო 64-ე ადგილზეა
მედიის თავისუფლების ინდექსით 2016 წელს საქართველო 64-ე ადგილზეა. ანგარიშს რეპორტიორები საზღვრებს გარეშე აქვეყნებს.
ანგარიშიდან ირკვევა, რომ წინა წელთან შედარებით, საქართველომ რეიტინგში წინ 5 ადგილით წაიწია, თუმცა, ეს მედია გარემოს გაუმჯობესებას არ ნიშნავს. სიაში საქართველოს 5 ადგილით წინ აღმოჩენა სხვა ქვეყნების მდგომარეობის გაუარესების ხარჯზე მოხდა. რაც შეეხება საქართველოს სარეიტინგო ქულას, ის 27.70 ქულიდან 27.96-მდე მცირედით გაუარესდა:
"ბოლო წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა საქართველოში მედია გარემო გააუმჯობესა, რაც გამოიხატა მედიის მფლობელთა გამჭვირვალობითა და თანამგზავრული მაუწყებლობის პლურალიზმით. ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობა ნაკლებად ხშირია, თუმცა მედიაში მათ მიმართ მუქარები ხშირად შუქდება. მიუხედავად ამისა, მედია კვლავ პოლარიზებულია და მედია მფლობელები ისევ გადაწყვეტილების მიმღებ პირებად რჩებიან რედაქციაში. ასევე, მთავარი ტელეკომპანიების მფლობელობასთან დაკავშირებული დავა არის წუხილის მთავარი მიზეზი სამომავლო პლურალიზმთან დაკავშირებით”.
ანგარიშის თანახმად, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ორი მესამედი მედიის თავისუფლების კუთხით შედგენილ რეიტინგში, 150-ე ან უფრო დაბალ ადგილებს ინარჩუნებენ.
როგორც ახალმა კვლევამ აჩვენა, მცირე ცვლილება იყო რეგიონის 4 ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში, რომელიც 64-ე ადგილზეა, სომხეთში, რომელიც 74-ე ადგილზეა, მოლდოვაში, რომელიც 76-ე ადგილზეა და ყირგიზეთში, რომელშიც 85 ადგილზეა. მიუხედავად იმისა, რომ ამ 4 ქვეყნებში არსებულ სიტუაციებს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა, მათ საერთო მაინც აქვთ მედიის პოლარიზაციისა და მედიის დამოუკიდებლობის გამოწვევებში:
"ის ფაქტი, რომ რუსეთმა გააუმჯობესა თავისი მედიის თავისუფლების იდნექსი (148) არც ისე იმედის მომცემია, რადგან ის დევნის კრიტიკოსებს, რომელმაც ბოლო 3 დეკადის განმავლობაში უპრეცედენტო დონეს მიაღწია".
კვლევის მიხედვით, 2015 წელს, პრესის თავისუფლების ინდექსის მკვეთრი დაცემის შემდეგ, როდესაც მაიდანი დაარბიეს და ქვეყნის აღმოსავლეთით საბრძოლო მოქმედებები დაიწყო, უკრაინამ ნახტომი გააკეთა და 22 ადგილით წინ, 107-ე პოზიცია დაიკავა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში კვლავ რჩება დიდი გამოწვევები მედიაში ოლიგარქების ძალაუფლებისა და რუსეთთან საინფორმაციო ომის წარმოების სახით.
მედიის დამოუკიდებლობის მხრივ, რეგიონში თურქეთმა 151-ე ადგილი დაიკავა სირიის კონფლიქტისა და ქურთ ამბოხებულებთან ბრძოლის გამო. ხოლო, უზბეკეთი (166), ყაზახეთი (160) თურქმენეთი(178), აზერბაიჯანი(163) და ბელარუსი (157) ბოლო ადგილებს იკავებენ. როგორც ანგარიშში წერია, ამ ქვეყნებში წარმოსახვითი საფრთხეებითა და ასეთივე სტაბილურობით, დესპოტ მმართველობებს საშუალება ეძლევათ ძალაუფლება წლების განმავლობაში შეინარჩუნონ.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები