კალიფორნიელ კაცს სჯერა, რომ ასტრონავტების შეთქმულების შედეგია ის, რომ დედამიწა ყველას სფერული გვგონია. სინამდვილეში, მისი აზრით, ის ბრტყელია და ნასა ტყუილში გვაცხოვრებს. ამის დასამტკიცებლად ის 550 მეტრ სიმაღლეზე რაკეტას შაბათს გაუშვებს, რომელიც მეტალისგანაა აშენებული.

მაიკ ჰიუსის თქმით, 804 კმ/სთ სიჩქარით 1,6 კილომეტრის სიმაღლეზე აფრენა მოჰავეს უდაბნოს თავზე არ მოკლავს მას. მარკის ატმოსიბრტყეში (ატმოსფერო არა, ატმოსფერო ბრტყელ დედამიწას არ აქვს!) მოგზაურობა ბრტყელი დედამიწის კოსმოსური პროგრამის პირველი ეტაპი იქნება.

მარკ ჰიუსი 61 წლისაა და ლიმუზინის მძღოლად მუშაობს. მას იმედი მაქვს, რომ თავისი კოსმოსური პროგრამით გადაიღებს დისკოსებრი დედამიწის ფოტოსურათს, რომელზეც ჩვენ ყველა ვცხოვრობთ.

ბრტყელი დედამიწის მომხრეს სჯერა, რომ თავისი კოსმოსური პროგრამა საბოლოოდ გამოავლენს „ბურთი დედამიწის“ ტყუილს. მას მიაჩნია, რომ ნასას მრგვალი დედამიწის მომხრე მასონები აკონტროლებენ და ილონ მასკი ყალბ რაკეტებს ამზადებს.

ბრტყელი დედამიწის მომხრეებს საკმაოდ მყარი არგუმენტები აქვთ. ერთ-ერთი უძლიერესი მათგანი შეგიძლიათ აქვე ნახოთ:

ფოტო: IFLScience/On.ge