გიორგი კეკელიძე

2 Dec. 2017, 15:37

მე ოპტიმისტი ადამიანი და ვარ უკეთეს მაგალითებს ვეძებ ხოლმე უარესის დასამარცხებლად. ერთხელ გურიაში მამამთილმა რძალს ცხელი წყალი გადაასხა და ის ქალი კინაღამ დამწვრობისგან გარდაიცვალა. სხვა სოფელში მოხდა. უცხო ხალხში. ბებიას ისედაც შავი ეცვა სულ, რაც თავი მახსოვს, მაგრამ ხანდახან თავშალს იხსნიდა. იმ დღეს თავზე წაიკრა საგანგებოდ. თქვა: ქალების უბედურ დღეს ვგლოვობო. პატარა ვიყავი და მიკვირდა.
ახლა, რომ გადავხედე მისი ბიოგრაფიის ჩემთვის ნაცნობ ნაწილს, ნამდვილი ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი იყო. თავგამოდებით იბრძოდა, რომ სკოლისა და ბიბლიოთეკის დირექტორი ქალი ყოფილიყო სოფელში. ყველა კაცს აკრიტიკებდა, ვისზეც გაიგებდა, ცოლს შეაგინაო და ხელის გარტყმაზე ხომ - საერთოდ. ცხადია, თეორიისა ნათელამ (ბებიაჩემის სახელია) ბევრი არაფერი იცოდა, - ის კონტექსტი, სადაც გაიზარდა და განათლება მიიღო, ამ ყველაფერს ნაკლებად გულისხმობდა, - მაგრამ მთავარი ხომ ეს არ არის. ბებიაჩემი დღეს ცოცხალი აღარ არის. რომ ყოფილიყო, ის იქნებოდა პირველი, ვინც ხმამაღლა იტყოდა: "არა ქალებზე ძალადობას!" ხმამაღლა და გადამდებად.

ზოგი კითხვა ძალიან მარტივ პასუხს გულისხმობს ხოლმე, მით უფრო რომ, ახლო წრე ხან ილუზორულია და გეჩვენება, თუ შენი მეგობრები – კაციც და ქალიც თანაბრად არიან ჩართული საოჯახო საქმეებში – ყველგან ასეა. ამიტომაც გგონია პასუხი მარტივი. თუმცა სხვა გამოცდილებებით ზუსტად ვიცი, რომ ზოგადად განსხვავებულ შემთხვევებთან გვაქვს საქმე. აი, ბავშვის გაზრდა რომ რა კაცის საქმეა და მისთანანი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა დაუმტკიცო ამ შემთხვევაში საპირისპირო, გარდა მარტივი ფრაზისა – ასე უკეთესია. დააკვირდით. ზრუნვას სქესი არ აქვს.

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: იამაყებდა თუ არა მერედით გრეი შენით
  5. ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს, რა დაგვიშავა რუსეთმა? (მეორე ნაწილი)

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა

რა ხდება: პარლამენტის მიმდებარედ სპეცრაზმმა, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი გამოიყენა. შედეგად, აქციის მონაწილეების…