პესტიციდების ზემოქმედება: შობადობიდან კიბომდე
იმ ხილის და ბოსტნეულის მიღება, რომელშიც მაღალია პესტიციდების შემცველობა, ქალებში შესაძლოა, დაბალ შობადობას უკავშირდებოდეს, ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ ჯამაში 30 ოქტომბერს გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელშიც 325 ქალი მონაწილეობდა. ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმაც აჩვენა, რომ პესტიციდებით დაბინძურებულ გარემოსთან ადეკვატური კონცენტრაციით გაკეთებული პესტიციდების ინექციის შემთხვევაში, ცოცხალი ნაყოფით მშობიარობის შანსები მცირდებოდა.
ჰარვარდის უნივერსიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლის მეცნიერებმა ის ფაქტორები შეისწავლეს, რომელიც რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მოქმედებს. მათვე აღმოაჩინეს, რომ სუპერმარკეტში გაყიდულ ზოგიერთ პროდუქტში პესტიციდების რაოდენობა განსაკუთრებით მაღალია, მაგალითად, მარწყვში, ისპანახში და წიწაკაში. შედარებით დაბალი იყო ლობიოში და ავოკადოში.
ბრიტანულ სუპერმარკეტში გაყიდულ პროდუქტებში ქიმიკატების რაოდენობა ბოლო 40 წელიწადში 17-ჯერ გაიზარდა. ეს მონაცემები 20 ნოემბერს გახდა ცნობილი, მედიცინის სამეფო საზოგადოების კონფერენციაზე, სადაც მოხსენებით გამოვიდა ორგანიზაცია "ნიადაგის ასოციაცია". ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც გაერთიანებულ სამეფოში ორგანულად მოყვანილ პროდუქტებზე სერტიფიკატს გასცემს. პესტიციდებით განსაკუთრებით დაბინძურებულ სხვა პროდუქტებთან ერთად, დასახელებული იყო ხორბალი, ხახვი, ჭარხალი და კარტოფილი, რომელშიც 1960 წლიდან მოყოლებული, პესტიციდების რაოდენობა პროგრესულად იზრდება. ინფორმაციას კონფერენციის შესახებ ბრიტანული გაზეთი "დეილი ტელეგრაფი" აქვეყნებს.
მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ ტოქსიკური პესტიციდების რეგულარულად მიღება ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ცალკეული ქიმიკატი შესაძლოა მცირე დოზით ტოქსიკური არ იყოს, მაგრამ სხვა ნივთიერებებთან კომბინაციაში, ე.წ. ტოქსიკური კოქტეილები წარმოიქმნება, რომელიც უკავშირდება ისეთ დაავადებებს, როგორიცაა კიბო, ინსულტი და ინფარქტი.
ადრეულმა კვლევებმა აჩვენა, რომ პესტიციდების შემცველი საკვების მიღება ასევე შეიძლება უკავშირდებოდეს აუტიზმს. 2017 წლის დასაწყისში, გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოსთვის წარდგენილ ანგარიშში ნათქვამია, რომ პესტიციდებს გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე კატასტროფული შედეგი აქვს.
"პესტიციდებთან ქრონიკული შეხება უკავშირდება კიბოს, ალცჰაიმერს, პარკინსონს, ჰორმონალურ დარღვევებს, გონებრივი განვითარების პრობლემებს და სტერილობას", - ნათქვამია ანგარიშში.
შეერთებული შტატების ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტი პესტიციდებით ორგანიზმისთვის მიყენებული მრავალი ტიპის ზიანს შორის ასახელებს დაავადებათა ფართო სპექტრს, მათ შორის: კანცეროგენულს, ნევროლოგიურს, რეპროდუქტიულს, დერმატოლოგიურს, გასტროენტეროლოგიურს. მაღალი დოზით მიღება შესაძლოა ჰოსპიტალიზაციით და დაღუპვითაც დასრულდეს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კლასიფიკაციით, პესტიციდები კანცეროგენულია (შესაძლოა გამოიწვიოს კიბო), ნეიროტოქსიკურია (შეუძლია თავის ტვინის დაზიანება) და ტერატოგენური (ორსულის ნაყოფის დაზიანება შეუძლია).
მკვლევარები ფიქრობენ, რომ პესტიციდები განსაკუთრებით ჭარბი რაოდენობით გროვდება მცენარეების კანში. ის მცენარეები, რომელსაც სქელი კანი აქვს (მაგალითად, ავოკადო, ნესვი, გოგრა), შესაძლოა მეტად დაცული იყოს. მეცნიერები გვირჩევენ, შეძლებისდაგვარად ორგანულად მოყვანილი პროდუქტი შევიძინოთ და ასევე გვაფრთხილებენ, რომ წყლით კარგად გარეცხვა პესტიციდების პრობლემას არ ხსნის. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გამოქვეყნდა, აჩვენა, რომ მხოლოდ სოდიან წყალში 15 წუთით დალბობის და გარეცხვის შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ვაშლის კანში ზოგიერთი პესტიციდის რაოდენობამ დაიკლოს.
-
გადახედვავერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ ვერტმფრენს, რომელშიც ირანის პრეზიდენტი იჯდა, მთიან რეგიონში ეძებენ — რა ვიცით ავიაკატასტროფის შესახებ
-
გადახედვაშოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული შოლცი და მაკრონი: საქართველოს ევროპული გზა გაწერილია, მაგრამ წინსვლის სიჩქარე და მიმართულება საქართველოზეა დამოკიდებული
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები