პროკურორი: ისნის სპეცოპერაციისას დაკავებულის ვინაობას საქმის ინტერესიდან გამომდინარე ვერ ვასახელებთ
ისნის რაიონში 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციისას დაკავებული, სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქის საქმის პროკურორმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბრალდებულის ვინაობას, მოქალაქეობასა და სხვა დეტალებს, საქმის ინტერესებიდან გამომდინარე ვერ გაასაჯაროვებს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, სპეცოპერაციის დროს დაკავებული პირისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა დახურულ სხდომაზე დაიწყო. მოსამართლე რომან ხორავამ სხდომა დაწყებამდე დაიხურა. სხდომათა დარბაზი, სადაც აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა ემსჯელათ, პროცესის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე შეიცვალა, რათა ჟურნალისტებს შემთხვევით არ გადაეღოთ კადრები.
საქმის კიდევ ერთმა პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებს უთხრა, რომ პროკურატურას აქვს ყველანაირი დასაბუთება, რათა ბრალდებულს წინასწარი პატიმრობა შეეფარდოს. მისივე თქმით, მან ტერორისტული მიზნებისთვის შეიძინა საბრძოლო მასალები. მარშანიას ჟურნალისტებმა ასევე ჰკითხეს, სპეცოპერაციისას ლიკვიდირებულთა შორის არის თუ არა აჰმედ ჩატაევი, რაზეც პროკურორმა თქვა, რომ გვამები ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.
პირს, რომლისთვისაც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების საკითხი განიხილება, ტერორიზმის მუხლით აქვს ბრალი წაყენებული. მისი სახაზინო ადვოკატი, იმედა ქარქაშაძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, ბრალდებული რუსეთის მოქალაქეა.
თბილისში, ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის შედეგად, დაიღუპა ერთი სპეცრაზმელი და დაჭრილია ოთხი სამართალდამცავი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, ლიკვიდირებულია დანაშაულებრივი ჯგუფის სამი წევრი, ერთი კი დაკავებულია.
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები