წულუკიანი: მერაბიშვილისთვის სამართლებრივად არაფერი შეიცვლება გარდა იმისა, რომ კომპენსაციას გადავუხდით
"სტრასბურგის სასამართლომ დაასაბუთა, რომ წინასწარი პატიმრობას არავითარი პოლიტიკური ელფერი არ ჰქონდა და შესაბამისად ვერავითარ ტიპის სამართლებრივ გადაწყვეტილებებს ქვეყნის შიგნით, გარდა კომპენსაციის გადახდისა, დიდი პალატის გადაწყვეტილება ვერ იწვევს", - ამის შესახებ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დღეს, 28 ნოემბერს ვანო მერაბიშვილის საქმის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა:
"დიდმა პალატამ ჩათვალა რომ ადვოკატებს, მათ შორის ოთარ კახიძეს არ უნდა მიკუთნებოდათ არანნაირი ჰონორარი, რადგან მათ ვერ დაამტკიცეს ნამდვილად გასწია თუ არა ვანო მერაბიშვილმა თანხა მათი მომსახურებისთვის. რაც შეეხება პატიმარს მან მოითხოვა 15 ათასი ევრო და დიდმა პალატამ მიანიჭა მას 4 ათასი ევრო, რომელიც უნდა იქნეს გადახდილი დღეიდან 3 თვის ვადაში".
იუსტიციის მინისტრმა მუხლობრივად განიხილა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ დაირღვა კონვენციის 5-3 მუხლი 2013 წლის სექტემბერში. იუსტიციის მინისტრმა სწორედ მოსამართლე დაასახელა კონვენციის დამრღვევად:
"მერაბიშვილმა იშუამდგომლა წინასწარი პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლის შესახებ და მოსამართლემ ისე, რომ არ დაასაბუთა ეს შუამდგომლობა, ზეპირად უარყო".
მოგვიანებით მინისტრმა განაცხადა, რომ აუცილებელია სასამართლოებში მოკვლევა ჩატარდეს იმ "უმცირესობაში დარჩენილი მოსამართლეების" გამოსავლენად, ვინც "ძველებურად მუშაობს" და პატიმრის შუამდგომლობის უარყოფით გადაწყვეტილებას სათანადოდ არ ასაბუთებს:
"როგორც ჩანს დიდი პალატის 17 მოსამართლის ხმები გაიყო და 9 ხმით დადგინდა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, იმ ერთი ინციდენტიდან გამომდინარე რომელიც ეხება საკნიდან გაყვანის ფაქტს".
თეა წულუკიანის თქმით, ევროსასამართლომ, გასაჩივრებულ მუხლებთან მიმართებით დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის მე-5 მუხლი და რომ მერაბიშვილის დაკავება კანონიერი იყო.
ასევე, მისივე თქმით, სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ არ დარღვეულა კონვენციის 5.1 მუხლი, რაც შეეხება ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობის კანონიერებას 2013 წლის მაისი - 2014 წლის თებერვალის პერიოდში და წინასწარი პატიმრობა იყო კანინიერი:
"სტრასბურგის სასამართლომ საკმაო დრო და ადგილი დაუთმო იმის განხილვას ემსახურებოდა მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა მის ჩამოცილებას პოლტიიკიდან და დაადგინა გადაწყვეტილებაში, რომ არ ემსახურებოდა. ყველანაირი მტკიცება და სპეკულირება იმისა, რომ მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა რომელიმე მომენტში პოლიტიკურ მიზანს ატარებდა უარყოფილია სტრასბურგი მიერ. ამ გადაწყვეტილებას ღამით საკნიდან გაყვანის ფაქტს 9 მოსამართლემ დაუჭირა მხარი და 8 მოსამართლემ გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი".
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ, 17 მოსამართლის შემადგენლობით, ძალაში დატოვა პალატის გადაწყვეტილება.
სტრასბურგის სასამართლოს დიდმა პალატამ საქმის განხილვა საქართველოს საჩივრის საფუძველზე დაიწყო. იუსტიციის სამინისტრომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე, გასულ წელს, ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვავახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც ვახუშტი მენაბდე: ამ კანონით, შეიძლება მოგთხოვონ ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია“ არა მარტო თქვენზე, არამედ სხვაზეც
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები