შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძეგლებისთვის პირბადეების გაკეთების ფაქტს სწავლობს. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურმა დაუდასტურა.

29 ნოემბერს, დილით თბილისში ძეგლების ნაწილი მოქალაქეებს პირბადით დახვდათ. კამპანიის მონაწილეების ვინაობა და მიზანი ჯერ უცნობია. ფოტოები ფეისბუკით გავრცელდა. მოქალაქეების სხვადასხვა ვერსიას გამოთქვამენ. უმეტესობის აზრით, აქცია-პერფომანსი ჰაერის დაბინძურების პრობლემას უკავშირდება.

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომ მერია ამას არ მიესალმება და ამას ძეგლების შეურაცხყოფას უწოდებს. ხმალაძის განმარტებით, მერიის მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, რადგან მათთვის და საზოგადოებისთვის მიუღებელია. ვიცე-მერის განცხადებით, რა ზომებიც იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული, დაჯარიმება თუ სხვა სანქციები, აუცილებლად გატარდება. ხმალაძის თქმით, ეს არის საზოგადოების შეურაცხყოფა, ვინაიდან პატივსაცემი ძეგლები არის აღჭურვილი პირბადეებით.