ამერიკაში „ბრტყელი დედამიწის“ მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება
ამ კვირას, ყველაფერი თუ გეგმის მიხედვით წარიმართა, „გიჟი“ კალიფორნიელი მაიკ ჰიუსი ორთქლმავალი რაკეტის გაშვებას გეგმავს, რომელშიც თვითონ იჯდება. რაკეტა 550 მეტრზე აფრინდება და ისტორიულ ფოტოს გადაიღებს, რითაც ის დაამტკიცებს, რომ დედამიწა სფერული კი არა, სინამდვილეში ბრტყელია. 61 წლის მაიკ ჰიუსი ლიმუზინის მძღოლი და თვითნასწავლი ინჟინერია, რომელიც მეცნიერებას სკეპტიციზმს უცხადებს. მისი რაკეტა ცაში 800 კმ/სთ სიჩქარით აფრინდება. მას წესით აქამდე უნდა გაეშვა, თუმცა, გარკვეული მიზეზების გამო რაკეტის აფრენა გადაიდო.
ზოგიერთი თქვენგანი ალბათ გაოცდება, როცა გაიგებს, რომ ხალხს ასეთი მსოფლმხედველობა კიდევ შემორჩა. 21-ე საუკუნეა. ადამიანები უკვე 17 წელია, კოსმოსში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე, უწყვეტად ცხოვრობენ. დედამიწა კოსმოსიდან ძალიან ბევრჯერაა გადაღებული. მაგრამ ასეთი ფოტოები შესაძლოა იმ ბოროტმა ძალებმა გააყალბეს, რომლებიც მსოფლიოს საიდუმლოდ აკონტროლებენ, არა? და საუკუნეების განმავლობაში დაგროვებული სამეცნიერო მტკიცებულებები იმაზე, რომ დედამიწა სფერულია, შეიძლება არასწორი იყოს, ხო? ამერიკაში, ბრტყელი დედამიწის მიმართ ინტერესი საგრძნობლად იზრდება. სექტემბერში, რობი რეი საიმონსმა, იგივე რეპერმა B.o.B-მ, ხალხის შემოწირულობებისგან ფონდი შექმნა, რათა ხელოვნური თანამგზავრი გაეგზავნა დედამიწის ორბიტაზე და ჩვენი პლანეტის რეალური ფორმა დაედგინა. ამ წლის 9 ნოემბერს კი, 500 „ბრტყელი დედამიწელი“ შეიკრიბა სამხრეთ კაროლინაში პირველ წლიურ „ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციაზე“. გუგლის მონაცემები აჩვენებს, რომ უკანასკნელ ორ წელიწადში „flat earth-ის“ მოძებნა სამჯერ გაიზარდა (იხილეთ დიაგრამა).
შეთქმულების თეორიები ყოველთვის უვნებელი არ არის. იმ ტრენდის ზრდამ, რომ ვაქცინები აუტიზმს იწვევს, იმუნიზაცია ზოგიერთ ადგილებში შეამცირა, რამაც წითელას ეპიდემიას შეუწყო ხელი. კლიმატის ცვლილებისადმი სკეპტიციზმმა კი სკოლები წალეკა. ბოლო დროინდელმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ ყოველი მესამე ამერიკელი მასწავლებელი თავის მოსწავლეებს ეუბნება, რომ კლიმატის ცვლილებას ნაწილობრივ ბუნებრივი მიზეზები აქვს. ათიდან ერთი კი იმასაც ამბობს, რომ ადამიანებს საერთოდ არ მიუძღვით წვლილი. არადა, თითქმის აღარავის ეპარება ეჭვი, რომ პლანეტის კლიმატის ცვლილებაში უდიდესი როლი ადამიანების საქმიანობას მიუძღვის.
შეთქმულების თეორიები მიმზიდველია, რადგან ისინი კომპლექსური ფენომენების საკმაოდ მარტივ ახსნას გვთავაზობს. შეთქმულების თეორიები ყველაზე პოპულარული ნაკლებად ერუდირებულ ხალხშია, რომლებიც საზოგადოებრივ ინსტიტუტებს არ ენდობიან. ყველაზე ხშირად კი დიქტატურაში გვხვდება, სადაც ხალხს მიაჩნია (ხშირად სწორად), რომ ავტორიტარები მათ ატყუებენ.
შეთქმულების თეორიების უბრალოდ უარყოფა მათ შეხედულებებს უფრო ამყარებს (თუ „ისინი“ ასე დაჟინებით უარყოფენ მას, მაშინ ეს მართალი უნდა იყოს!). მტკიცებულების არარსებობა აღებულია, როგორც ეფექტურად დაფარულობის მტკიცებულად. ზოგი შეთქმულების თეორიის უარყოფა შეუძლებელია - მაგალითად, ამერიკის მთავრობას არ შეუძლია დაამტკიცოს, რომ ის მკვდარ უცხოპლანეტელებს არ ინახავს საიდუმლო მიწისქვეშა ლაბორატორიაში.
სკოლები უკეთესი რომ იყოს ანალიტიკური აზროვნების სწავლაში, შესაძლოა შეთქმულების თეორიებისადმი მიდრეკილება შემცირდეს. არც ის იქნებოდა ურიგო, მთავრობები უფრო ღია და სანდო რომ იყოს. ამასობაში კი, ალბათ საუკეთესო პასუხი მათი იგნორი იქნება. B.o.B-ის ტვიტის შემდეგ, რომელმაც განაცხადა, რომ დედამიწა ბრტყელია, ნასამ გადაწყვიტა, რომ არ ჩართულიყო ამ დებატში. ნასას სპიკერმა The Washington Post-ს განუცხადა: „ჩვენ არ ვთვლით, რომ აქ დებატი საჭიროა“.
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვადანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ დანიგანი: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, კვლავ დაადასტუროს ერთგულება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მიმართ
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვა"მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი "მნიშვნელოვანია აქციის მონაწილეები არ გაცდნენ მშვიდობიანი შეკრების უფლების ფარგლებს" — სახალხო დამცველი
კომენტარები