მაია ცირამუა

2 Dec. 2017, 16:39

დამნაშავეა ნებისმიერი მშობელი, რომელიც უარს ამბობს მოუსმინოს საკუთარ შვილს და სიყვარულის სრულიად არაჯანსაღი, გაუკუღმართებული მოდელი აქვს - აქეზებს არავის დაეჩაგვრინოს, ასწავლის "მიდი, არ შეარჩინო, ვალში არ დარჩე, ბიჭი არა ხარ?! " და ა. შ.

დამნაშავეა ის, ვინც არ ასწავლის საკუთარ შვილს, რომ განსხვავებული აზრის, ადამიანის მიმართ სიყვარული და მგრძნობელობა ჰქონდეს.

დამნაშავეა მასწავლებელი, რომელიც ბავშვებს შორის ჩაგვრას არ არქმევს თავის სახელს და ან არ ერევა, ან არასწორად ერევა და გამზადებული აქვს ფრაზა - "ბავშვები არიან და მორიგდებიან" ან როცა ეკითხები ძალადობის შემთხვევების შესახებ, სრულიად უდრტვინველად ტყუის - ჩვენთან არ არიან ძალადობის მსხვერპლები, ჩვენთან ბავშვებს უყვართ ერთმანეთი და ა. შ. (ვინ იცის რამდენი ასეთი ფრაზა მომისმენია მათგან)?

დამნაშავეა სახელმწიფო, რომელმაც ვერ გადააქცია პრიორიტეტად განათლების რეფორმა, ვერ გამართა ჯანდაცვის სისტემა, ვერ შექმნა დანაშაულის ადრეული პრევენციის მექანიზმი და მხოლოდ პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე ფიქრობს, ჩეხავს ხეებს, ბეტონის კედლებად გადააქცია ქვეყანა და არ დატოვა სივრცე, სადაც ბავშვები ითამაშებენ. სახელმწიფო, რომელიც ვერ ხედავს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების უკან ორგანიზებულ დანაშაულს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც უარს ამბობს სკოლაში სამოქალაქო განათლების მექანიზმის, ანტი- ბულინგური პროგრამების შეტანის ნებისმიერ მცდელობაზე.

დამნაშავეა მედია, რომელმაც კრებითი კორკოტები, ვასაძეები და ძმანნი მისნი, გმირებად აქცია და ხელი შეუწყო ყველაზე არატოლერანტული, ფაშისტური, ვითომც ტრადიციულ- ქართული, უფრო მეტად ქურდული იდეოლოგიის ტირაჟირებას.

დამნაშავეა "მამაო, რომელიც მისგან განსხვავებულს ტაბურეტკით დასდევს ქუჩაში, იმის ნაცვლად, რომ ადამიანებს ერთმანეთის დანდობისა და სიყვარულისკენ მოუწოდებდეს.

დამნაშავეა ნებისმიერი ადამიანი, ვინც გამოსავალს დასჯაში და ნულოვან ტოლერანტობაში ხედავს.

დამნაშავეა ნებისმიერ ადამიანი, რომელმაც დაინახა ბავშვების ქუჩური გარჩევა და ფანჯრები მიიხურა.

ჩვენ ყევლანი ვართ დამნაშავეები და ახლა ამაზე პასუხს აგებენ 2 გარდაცვლილი მოზარდი, რომელიც თანატოლმა სასტიკად მოკლა და მოზარდი, რომელმაც 16 წლის ასაკში უმძიმესი დანაშაული ჩაიდინა.

ამ ყველაფერზე ბავშვებმა რატომ უნდა აგონ პასუხი, რა დააშავეს?!


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ბრიყვულ განცხადებას ბრიყვები აკეთებენ, ხართ ბრიყვი?" — თეა წულუკიანი მამუკა ყურაშვილს2633 ნახვა
  2. პარლამენტთან აქციაზე, სადაც თეა წულუკიანის კომისიის მიერ 2008 წლის ომის გმირების შეურაცხყოფას აპროტესტებენ, 2 მონაწილე დააკავეს1344 ნახვა
  3. თენგიზ შარმანაშვილი: შემოჭრა ჩრდილოეთიდან [რუსეთიდან] მოხდა იმის გამო, რომ როკის გვირაბთან სამხედროებს თავისი ამოცანა არ შეასრულებინეს1319 ნახვა
  4. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა1263 ნახვა
  5. ფუნიკულიორთან ჩაინგრა შენობა — დაიღუპა 28 წლის ბიჭი და 2 ადამიანი დაშავდა1171 ნახვა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გარღვევა მედიცინაში — მკვლევრებმა ახალი კლასის ანტიბიოტიკები აღმოაჩინეს

ბოლოს ახალი კლასის ანტიბიოტიკები ბაზარზე დაახლოებით 30 წლის წინ გამოჩნდა. და, აი, ახლა შეიძლება ეს ყველაფერი შეიცვალოს…

!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~
!"\#$%&'()*+,-./0123456789:;<=>?@ABCDEFGHIJKLMNOPQRSTUVWXYZ[]^_`abcdefghijklmnopqrstuvwxyz{|}~