კომუნიკაციების ეროვნული კომისია აბონენტთათვის მიწოდებული ინტერნეტის ხარისხს გააკონტროლებს
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ინტერნეტ მომსახურების ხარისხთან და მის კონტროლთან დაკავშირებით დადგენილების პროექტი გამოაქვეყნა. კომისიის თქმით, 16 ნოემბერს კომისიაში ინტერნეტ მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა, სადაც მომსახურების მიმწოდებლები გაეცნენ ინფორმაციას, თუ რა სახით გეგმავს კომისია აღნიშნული საკითხის ტექნიკურ და სამართლებრივ დარეგულირებას.
დადგენილების მიხედვით, რეგულირდება როგორც საცალო, ისე საბითუმო ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ვალდებულებები. ხელშეკრულებაში უნდა განისაზღვროს მიწოდებული მომსახურების მინიმალური, მაქსიმალური და ფაქტობრივად მიწოდებული სიჩქარე. ასევე, დადგინდება მიწოდებული სიჩქარის შემოწმებისა და გასაჩივრების პირობები.
საცალო ინტერნეტ მომსახურება
მიმწოდებელი უზრუნველყოფს მომხმარებლისათვის ხარისხიანი მომსახურების უწყვეტ და შეუფერხებელ მიწოდებას. ინტერნეტის ფაქტობრივი, ანუ ის სიჩქარე, რომელსაც მომხმარებელი დროის უმეტეს ნაწილში იღებს, მაქსიმალური სიჩქარის 80 პროცენტზე ნაკლები არ უნდა იყოს.
ამასთანავე, ფაქტობრივი სიჩქარე ხელმისაწვდომი უნდა იყოს სულ მცირე არაპიკის საათებში მუდმივად და პიკის საათების 90 პროცენტში ან მთელი დღის 95 პროცენტში. მომხმარებლისთვის მიწოდებული ფაქტობრივი სიჩქარე მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი ან ტოლი არ უნდა იყოს.
მიმწოდებელმა ტექნიკურად არ უნდა შეზღუდოს მიწოდებული მომსახურების სიჩქარე სააბონენტო ხელშეკრულებაში მითითებულ მაქსიმალურ სიჩქარემდე.
ხელშეკრულებაში მითითებული მაქსიმალური სიჩქარე შეთავაზების რეკლამირებულ სიჩქარეზე ნაკლები არ უნდა იყოს.
მიმწოდებელს აქვს უფლება მართოს ტრაფიკი მხოლოდ აუცილებელი ხანგრძლივობით და ის ვალდებულია კომისიას ამის შესახებ ტრაფიკის მართვიდან ორი დღის ვადაში აცნობოს:
- სასამართლოს გადაწყვეტილების ან უფლებამოსილების მქონე ორგანოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესრულების მიზნით;
- მომხმარებლის ტერმინალური მოწყობილობის, ქსელით მიწოდებული მომსახურებებისა და თავად ქსელის ინტეგრაციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით;
- ქსელის მოსალოდნელი გადატვირთვის თავიდან აცილების და ქსელის მნიშვნელოვანი ან დროებითი გადატვირთვის შედეგების შემცირების მიზნით, იმ პირობით, რომ ტრაფიკის ერთგვაროვანი კატეგორიების გადაცემა მოხდება არადისკრიმინაციულად, თანაბარი პირობებით.
საბითუმო ინტერნეტ მომსახურება
საბითუმო ინტერნეტ მომსახურების ხელშეკრულებაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი პარამეტრები:
- ჯიტერი - გამოსახავს ქსელის გამტარუნარიანობის შეზღუდული შესაძლებლობით გამოწვეულ პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის არათანაბარ/არაერთგვაროვან დროის დაყოვნებას მილიწამებში;
- დაყოვნება - აჩვენებს მომხმარებლის ტერმინალურ მოწყობილობასა და ინტერნეტის გაცვლის წერტილს შორის, ორივე მიმართულებით, პაკეტების გაგზავნასა და მიღებას შორის დროის დაყოვნებას მილიწამებში;
- დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი - გამოსახავს დაკარგული პაკეტების პროცენტულ პროპორციას გაგზავნილი პაკეტების მთლიან რაოდენობაში;
- მომსახურების ხელმისაწვდომობა.
შემოწმების სისტემა
ინტერნეტ მომსახურების მიწოდების ხარისხი შემდეგი პარამენტებით შემოწმდება:
- ატვირთვისა და ჩამოტვირთვის დაკავშირების სიჩქარე;
- დაყოვნება;
- ჯიტერი;
- დაკარგული პაკეტების კოეფიციენტი.
გაზომვა უნდა ჩატარდეს სადენიან მიერთებაზე და არა Wi-Fi როუტერით მიწოდებულ მომსახურებაზე.
გაზომვების ჩატარება შეუძლია როგორც კომისიას, ისე აბონენტსა და ინტერნეტ მომსახურების მიმწოდებელს. ეს შესაძლებელი იქნება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული მომსახურების მიწოდების ხარისხის შემოწმების სისტემის მეშვეობით.
მომხმარებლის მიერ ჩატარებული გაზომვების რაოდენობა, მეტი სიზუსტისა და მოკლევადიანი ხარვეზის გამორიცხვის მიზნით, არ უნდა იყოს 20-ზე ნაკლები 2 დღის განმავლობაში და 10-ზე ნაკლები 1 დღის განმავლობაში.
შეუსაბამო ხარისხის გასაჩივრება
მომხმარებელს შეუძლია კომისიას მიმართოს იმ შემთხვევაში თუ ნებისმიერი 20 გაზომვიდან ერთ ხელშეკრულებაში მაინც არ დაფიქსირდა ხელშეკრულებაში მითითებული მომსახურების მაქსიმალური სიჩქარე.
ასევე, თუ 20 გაზომვის შედეგად 90 პროცენტში მაინც არ დაფიქსირდა ხელშეკრულებით განსაზღვრული მაქსიმალური სიჩქარე. ამასთანავე, თუ მინიმალურ სიჩქარეზე დაბალი სიჩქარე დაფიქსირდა.
საჩივრის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში კომისიამ უნდა ჩაატაროს დამატებითი გაზომვები.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვასაფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს საფრანგეთი აზერბაიჯანს ახალ კალედონიაში არეულობების მხარდაჭერაში ადანაშაულებს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვამილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ მილიარდერობა უფრო მეტ ჭკუაზე ხშირად არ მიუთითებს — აი, რატომ
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე ჯაფარიძე: პოლიცია მასობრივად იბარებს ხალხს, "აქციებთან დაკავშირებით" დამიბარეს მეც გამოკითხვაზე
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვაკადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა კადიროვის "მარჯვენა ხელმა", დაუდოვმა, მოულოდნელად პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
კომენტარები