საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომის დამზადება-გასაღების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა პირმა დაამზადა ბაკალავრის ხარისხის დამადასტურებელი ყალბი დიპლომი, რომელიც ერთ-ერთ მოქალაქეს 2 600 აშშ დოლარად მიჰყიდა.

ფოტო: ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. ყალბი ოფიციალური დოკუმენტის, დამზადება, გასაღება ან გამოყენება არაერთხელ ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.