ლევან ცუცქირიძე

5 Dec. 2017, 15:43

რთულია რაიმეს დაწერა ამ დღეებში, რაც უკავშირდება ოჯახს, შვილების აღზრდას და მამების როლს ამ საქმეში. დიდი ცუდი ამბები იმიტომაც ხდება ხოლმე, რომ ერთი შეხედვით წვრილმან, ეპიზოდურ ცუდ ამბებს დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ, არ ვიმჩნევთ და გვგონია, რომ ის უბრალოდ ჩაივლის და აღარ განმეორდება. გავიდა წლები და ვერ ვისწავლეთ, რომ ასე არ ხდება, რომ ეს ერთი შეხედვით პატარა უსამართლობები გროვდება და შემდეგ ასეთ ტრაგედიებადაც გადაიქცევა ხოლმე. დანაშაული ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ დღეებში, მაინც სულ მაქვს იმის განცდა, რომ სხვადასხვა დოზით, ყველას გვაქვს რაღაც პასუხისმგებლობა იმაში, რაც მოხდა. ჩვენი არასაკმარისი აქტიურობის, განათლების სისტემის არშემდგარი და დაუსრულებელი რეფორმის, დუმილის, ძალადობის მოთმენის თუ უზნეო ქალაქური ნორმებისადმი უსიტყვო მორჩილების გამო.

ის, რაც თბილისში პირველ დეკემბერს მოხდა, შიშის, უნდობლობის და გაუცხოების შედეგია, რაც ჩვენ ჩვენი ბავშვობიდან მოგვყვება, რომელიც ქუჩის ჩხუბების, დანის და იარაღის სროლის ხმაზე გადიოდა. სამწუხაროდ, ამ საშინელ ტრადიციას შვილებსაც ვუტოვებთ. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ იმ მოჯადოებულ წრეში, სადაც ყველას ყველასი ეშინია და ამიტომ ყველა ყველას მტრობს. ჩვენ ვცხოვრობთ არა ცივილიზებულ საზოგადოებაში, არამედ იქ, სადაც მთავარი რწმენა ის არის, რომ ან შენ შეჭამ, ან შენ შეგჭამენ.

ამ წრიდან როგორმე თავი უნდა დავიხსნათ. მოდით დავიწყოთ იმით, რომ დავარწმუნოთ ჩვენი შვილები, ყოველთვის შეძლონ საკუთარ შიშებზე ჩვენთან საუბარი და როდესაც გაიხსნებიან სასაუბროდ, არ ვუთხრათ, რომ თუ ვინმე აწყენინებს, ბოლომდე გადაუარონ და რომ რაც არ უნდა გააკეთონ, ყოველთვის შეუძლიათ ჩვენი იმედი ჰქონდეთ. ვუთხრათ, რომ უპირველესად ისინი ადამიანები არიან და მხოლოდ ღირსეულ ადამიანებს შეუძლიათ ჰქონდეთ ჩვენი იმედი. დამიჯერეთ, ეს ბევრ რამეს შეცვლის. ამ ჭაობში, რომელშიც დღეს საქართველოს ცხოვრობს, ერთად ერთი მშვიდი ნავსაყუდელი ხშირად მხოლოდ ჩვენ ვართ. დაე, ნამდვილად ვიყოთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  5. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა მიაღწიეს მნიშვნელოვან შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, რასაც სომხეთის საზღვრისპირა…