NGO-ებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის შედეგები წარადგინეს
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის მონიტორინგის ანგარიში წარადგინა, რომელშიც მთავარ ხარვეზებად მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესის გაუმჭვირვალობა, არაპლურალისტური გარემო, დისციპლინური დევნა, მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემის არაეფექტიანობა და კანონში არსებული ხარვეზები დასახელდა.
საერთშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს იურისტის, გია გვილავას განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა კანონში არსებული ხარვეზებია, რომლებიც არ არეგულირებენ კონკრეტულ საკითხებს. გვილავას თქმით, სწორედ ასეთ შემთხვევაში იწყებს საბჭო თვითნებურ მოქმედებებს. მისი განმარტებით, საბჭოს შეუძლია, როგორც კარგი, ისე ცუდი პრაქტიკის გამოყენება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ის ცუდს მიმართავს:
"კანონის პრობლემა ნამდვილად არის, სადაც საბჭო ვერ იქნება რადიკალური და ვერ წავა კანონის წინააღმდეგ. თუმცა, საერთო ჯამში, ამ ცუდი საკანონმდებლო რეგულირების ფარგლებში, საბჭოს შეუძლია გაცილებით მაღალი სტანდარტი დაამკვიდროს ".
გვილავამ აღნიშნა, რომ ზემოთქმულის ნათელი მაგალითი ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევებია. მისი თქმით, აღნიშნულის დარეგულირება ძალიან მარტივია და მასზე საბჭოში მსჯელობა არც შეიძლება მიმდინარეობდეს:
"როდესაც საბჭოს წევრი არის ამავდროულად კანდიდატი, ის სხვა კანდიდატის გასაუბრებებს არ უნდა ესწრებოდეს. საბჭოს ეს შეეძლო ყოველგვარი საკანონმდებლო რეგულირების გარეშე მოეგვარებინა, რაც არ გააკეთა. საბოლოო ჯამში, მათ ინტერესთა კონფლიქტს მიხედეს, რადგან მოუწიათ, მაგრამ ეს იყო არასრულყოფილი, ეს იყო იძულებით მიღებული გადაწყვეტილება".
გვილავამ ასევე ყურადღება გაამახვილა დისციპლინური დევნის საკითხზეც. მისი თქმით, აღნიშნული საკანონმდებლო პრობლემაა და დაკავშირებულია საბჭოს საქმიანობასთან:
"ეს, პირველ რიგში, არის კანონმდებლობასთან დაკავშირებული პრობლემა და მეორე რიგში, რა თქმა უნდა, საბჭოს პრობლემაა. მათი არასწორი პრაქტიკისა და საკუთარ ინტერესებზე მორგებული პრაქტიკის პრობლემა არის ის, მაგალითად, რაც დაემართა მამუკა ახვლედიანს".
არის თუ არა მოქმედი კანონი იუსტიციის საბჭოში არსებული ხარვეზების მიზეზი, ამ კითხვაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, ლევან მურუსიძემ უპასუხა, რომ იდეალური არაფერია და ნებისმიერ კანონს დროთა განმავლობაში დახვეწა სჭირდება. მან ასევე აღნიშნა, რომ საკითხზე მსჯელობა აუცილებელია, რაც ლანძღვა-გინების რეჟიმში ვერ მოხერხდება. მისი თქმით, იუსტიციის საბჭო ზუსტად იმ კანონის შესაბამისად მუშაობს, რომელიც დღეს მოქმედებს:
"არ შეიძლება პრეტენზიები გვქონდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან. შესული არის რეფორმების მესამე ტალღა, არის იქ მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონთან დაკავშირებით. თუ მიიღებენ აღნიშნულ კანონს, ზუსტად ისე იმოქმედებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოც. თუ რაიმე პრეტენზიები აქვთ არასამთავრობოებს, შეგვიძლია მშვიდ რეჟიმში მოვისმინოთ და განვიხილოთ ეს სიტუაცია".
მოსამართლეების დანიშვნის გაუმჭვირვალობის შესახებ წარმოდგენილ შენიშვნებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე არ ეთანხმება და ამბობს, რომ გასაუბრების ეტაპი, კანდიდატებთან შეთანხმებით, არის ღია და მას შეუძლია დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი:
“კანდიდატის თანხმობით, ჩვენ ღიად ვაცხადებთ გასაუბრების რეჟიმს, მედიასა და დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ დაესწრონ [გასაუბრებას]. მე ვერ დავეთანხმები მონიტორინგის ანგარიშში გაჟღერებულ სენსიტიურ თემებს, რომლებიც ადამიანის უფლებებისა და სხვა მოწყვლად ჯგუფების უფლებებთან დაკავშირებით გასაუბრების დროს საბჭოს წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებს შეეხება. კითხვების გაუმჯობესებაზე მუშაობს საბჭო, თუმცა წევრთა მხრიდან დასმული კითხვებით კანდიდატების არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ ინფორმაციას ვერ დაგიდასტურებთ“ .
ხარვეზების გარდა, ანგარიშში მონიტორინგისას გამოკვეთილ პოზიტიურ ტენდენციებზეც არის საუბარი. არასამთავრობოებმა დადებითად მიიჩნიეს ის, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, საბჭომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყო დღის წესრიგის წინასწარი გამოქვეყნება. ამასთან, ორ შემთხვევაში საბჭოს ვებსაიტზე სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები განთავსდა. გარდა ამისა, პოზიტიურ ტენდენციად შეაფასეს ის ფაქტი, რომ გადაწყვეტილებებს, წინა წლებთან შედარებით, საბჭო დროულად აქვეყნებდა.
ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის მიჩნეული, რომ საბჭო ან საბჭოს წევრთა ნაწილი ცალკეულ შემთხვევებში საჯარო განცხადებების მეშვეობით ცდილობდა გადაწყვეტილებების განმარტებას.
მონიტორინგის შედეგად, არასამთავრობოებმა შესაბამისი რეკომენდაციები წარადგინეს.
ანგარიშის წარდგენას უზენაესი სასამართლოს თავჯდომარე ნინო გვენეტაძე და ევროკავშირისა და USAID-ის წარმომადგენლები დაესწრნენ.
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაშსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შსს აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაგორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა. გორგილაძის აუტანელი სიმსუბუქე: საღამოს ევროპული მარშია დაგეგმილი, ამიტომ გადაცემა დღეს არ გავა. ინტერვიუ მოიცდის, ჩვენი ქვეყნის წინაშე მდგომი გამოწვევები ვერა.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
კომენტარები