გერმანელი პილოტები დეპორტაციების განხორციელებაზე უარს აცხადებენ
გერმანელი პილოტები თავშესაფრის უარყოფილი მაძიებლების დაგეგმილ დეპორტაციებს აფერხებენ. ამავდროულად, ლტოლვილები, წარმატებით ასაჩივრებენ რეკორდული რაოდენობის გადაწყვეტილებებს დეპორტაციის შესახებ.
გერმანული მედიის ცნობით, ბევრი გერმანელი პილოტი ლტოლვილების დეპორტაციაში მონაწილეობის მიღებაზე უარს აცხადებს.
მემარცხენე პარტიის (Die Linke) მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, გერმანიის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 222 დაგეგმილი ფრენა, იმ პილოტების მიერ იქნა ჩაშლილი, ვინც არ ეთანხმება ლტოლვილების ავღანეთში დაბრუნების სადავო გადაწყვეტილებას, რადგან ავღანეთი, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ძალადობისა და რეპრესიებისა, გარკვეულ შემთხვევებში „უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნად“ მიიჩნიეს.
2017 წლის იანვრ-სექტემბრში განსახორციელებელი 85 ფრენის ჩაშლა, გერმანიის მთავარ ავიაკომპანა Lufthansa-სა და მის შვილობილ Eurowings-ზე მოდის. დაახლოებით 40 ფრენა ჩაიშალა დიუსელდორფის აეროპროტში, საიდანაც სადავო დეპორტაციები მუდმივად საპროტესტო აქციების თანხლებით ხორციელდება.
Lufthansa-ს წარმომადგენელმა, მიხაელ ლამბერტიმ, დაიცვა ის თანამშრომლები რომლებაც გაფრენაზე უარი განაცხადეს. მისი თქმით, ზოგჯერ ფრენის ჩაშლა უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე ხდებოდა.
„მგზავრის გადაყვანის გადაწყვეტილება, კონკრეტული გარემოებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, მაინც პილოტის მიერ მიიღება. თუკი იგი მიიჩნევს, რომ არსებობს ზეგავლენა ფრენის უსაფრთხოებაზე, მან უარი უნდა განაცხადოს მგზავრის ტრანსპორტირებაზე“.
ლამბერტის თქმით, ფრენამდე, Lufthansa-ს პილოტები ესაუბრებიან მგზავრებს, რომელთა დეპორტაციაც უნდა მოხდეს. ზოგადად ამ ადამიანებსაც ისე ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ ადამიანებს „ბოლო-ბოლო მათაც ჩვეულებრივი სამგზავრო ბილეთები აქვთ.“
„აეროპორტის თანამშრომლებს, თუკი ექნებათ გარკვეული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დეპორტაციის დროს სიტუაცია შეიძლება გამწვავდეს - შეუძლიათ არ დართონ მგზავრს თვითმფრინავში ჩაჯდომის უფლება.“
გახშირებული დეპორტაციების მიუხედავად, გერმანია მაინც რჩება მიგრანტებისა და ლტოლვილების უმთავრესი მიმართულების ქვეყნად - 2017 წელს, გერმანიამ, უფრო მეტი თავშესაფარის მაძიებლის მიმართვა განიხილა, ვიდრე ევროკავშირის დანარჩენმა 27 წევრმა ერთად.
გერმანულმა გამოცემა Die Welt Zeitung -მა, ევროპის სტატისტიკის სააგენტოზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2017 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში, ლტოლვილთა და მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა (BAMF), თავშესაფრის მოთხოვნის 388 201 განცხადების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რაც თითქმის ორჯერ მეტია გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო სასამართლო კი, დღევანდელი მონაცემებით ყოველ მეოთხე თავშესაფრის მაძიებელს უკმაყოფილებს მიმართვას.
გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის თქმით, აღნიშნული მიმართვები ბერლინს დაახლოებით 19 მილიონი ევრო დაუჯდა, რაც გასულ წელთან შედარებით 7.8 მილიონი ევროთი მეტია.
თავშესაფრის მოთხოვნის შემცირებისა და დეპორტაციების დაჩქარების მიზნით, გერმანიის მთავრობამ ახალი პროგრამა შეიმუშავა, რომელიც 2018 წლის თებერვლიდან ამოქმედდება და თავშესაფრის უარყოფილი მაძიებლების დეპორტაციაზე თანხმობის შემთხვევაში, 3 000 ევროიან კომპენსაციასაც გულისხმობს.
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
კომენტარები