ნოდარ ბერიძე

6 Dec. 2017, 16:25

მე და ჩემს მეუღლეს ოჯახში თანასწორობა თავისთავად ჩამოგვიყალიბდა, ერთმანეთის საქმიანობის და ინტერესიების მხარდაჭერით. ისე მოხდა, რომ ერთად ვუძღვებით კლუბს და სხვა პროექტებსაც, ამიტომ თითქმის სულ ერთად ვართ. ბავშვზე და ძაღლზე ზრუნვასაც თანაბრად ვინაწილებთ. ერთად ვგეგმავთ საოჯახო და სამსახურებრივ საქმეებს.

ჩემი აზრით, ოჯახის თითოეული წევრის პიროვნული თავისუფლება და განვითარების შესაძლებლობა უმნიშვნელოვანესია. საერთო საქმიანობის სფეროს მიუხედავად, მუდმივად ვცდილობთ ჩვენი სხვა ინტერესების ხელშეწყობასაც. 

რუბრიკას წარმოგიდგენთ კამპანია კაცები ზრუნავენ. კამპანია ხორციელდება გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის და არასამთავრობო ორგანიზაცია WeCare-ის მიერ, გაეროს ერთობლივი პროგრამის "გენდერული თანასწორობისთვის" ფარგლებში, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ამ რუბრიკით კამპანიის "კაცები ზრუნავენ" მონაწილეები უერთდებიან 16 დღიან კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ.საუბარში


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: უპასუხე ჩვენს კითხვებს და გეტყვით, რომელი დესერტი ხარ
  5. ქვიზი: რამდენად კარგად გახსოვს, რა დაგვიშავა რუსეთმა? (მეორე ნაწილი)

გირჩევთ

ახლა კითხულობენ