რატომ დარდობს მასკი ხელოვნური ინტელექტის მიმართ პუტინის დამოკიდებულებაზე?
იმის წინასწარმეტყველება, თუ რას ფიქრობს რეალურად რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, არა მხოლოდ მისი ქვეყნის მომავლისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ - მთელი მსოფლიოსათვის. სულ ახლახანს, პუტინმა თავისი ემოციები გააზიარა ხელოვნურ ინტელექტზე, რომელმაც დააინტრიგა და საგონებელში ჩააგდო ექსპერტები.
ხელოვნური ინტელექტი პუტინისა და არკადი ვოროჟის დიალოგში გამოჩნდა, რომელიც რუსული ტექნიკური გიგანტის, იანდექსის მფლობელია. როდესაც ვოროჟი ხელოვნური ინტელექტის პოტენციალს უხსნიდა, პუტინს მის მიმართ დადებითი ზრახვები არ ეტყობოდა. მან იკითხა: „როდის შეგვჭამს ხელოვნური ინტელექტი?“
ვოროჟი მოულოდნელმა კითხვამ დააბნია და ცოტა ხანში უპასუხა: „იმედი მაქვს, არასოდეს“, და მიანიშნა, რომ ხელოვნური ინტელექტი უბრალოდ სხვა დამხმარე ხელსაწყოა.
„პირველად არ ხდება, როდესაც მანქანა ადამიანზე უკეთესად ასრულებს საქმეს. ექსკავატორი უფრო უკეთ თხრის, ვიდრე ადამიანი. მაგრამ ექსკავატორები არ გვჭამენ. მანქანა ჩვენზე სწრაფად მოძრაობს...“ - აღნიშნა ვოროჟმა.
თუმცა, ამის მიუხედავადაც, პუტინი მთლად დარწმუნებული არ ჩანდა. მან თქვა, რომ „ისინი არ ფიქრობენ“, რითაც მიანიშნა, რომ ექსკავატორი მოაზროვნე არ არის, ხოლო ხელოვნური ინტელექტი - იქნება.
პუტინს აქამდეც დაუდასტურებია კაცობრიობის მომავლისა და გლობალური პოლიტიკისთვის ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობა. როდესაც მოსწავლეებს მეცნიერებაზე ესაუბრებოდა პირველ სექტემბერს, რუსული სკოლის დასაწყისში, პუტინმა თქვა, რომ „მომავალი ხელოვნურ ინტელექტს ეკუთვნის“. პუტინის თანახმად, რომელი ერიც წინ იქნება ტექნოლოგიურად, მსოფლიოს მართვას შეძლებს.
„ხელოვნური ინტელექტი მომავალია არა მხოლოდ რუსეთისათვის, არამედ - მთელი კაცობრიობისთვის. მას კოლოსალური შესაძლებლობები აქვს, თუმცა, ასევე შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომელთა წინასწარმეტყველება რთულია. ვინც გახდება ამ სფეროს ლიდერი, გახდება მსოფლიოს მმართველი“. - ამბობს პუტინი.
პუტინმა 45 წუთიანი ღია გაკვეთილის განმავლობაში ასევე თქვა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროს მონოპოლიზაცია არავინ არ უნდა მოახდინოს. მან თავის სიტყვაში ისიც ახსენა, რომ რუსეთმა სხვებსაც უნდა გაუზიაროს, რაც ისწავლა ამ სფეროში.
„თუ ჩვენ გავხდებით ლიდერები ამ სფეროში, ჩვენ ყველაფერს გავუზიარებთ მთელ მსოფლიოს ისევე, როგორც ვუზიარებთ ჩვენს ბირთვულ ტექნოლოგიებს“ - ამბობს ის.
პუტინის სიტყვებმა კი ილონ მასკის შეშფოთება გამოიწვია, რომელიც მუდმივად გვაფრთხილებს მომავალი ხელოვნური ინტელექტის საფრთხეზე. ტვიტერზე მასკმა დაწერა, რომ ხელოვნური ინტელექტის სფეროში პირველობისთვის მესამე მსოფლიო ომი დაიწყება.
როდესაც პუტინი იანდექსის სათავო ოფისს ესტუმრა, კომპანიის მიერ შექმნილი ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილი რობოტი დაახვედრეს, რომელსაც მარცხი მოუვიდა. უყურეთ ქვემოთ მოცემულ ვიდეოში:
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
-
გადახედვაპარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება პარლამენტმა გააუქმა პლენარული სხდომა, გაუქმებულია საგარეო საქმეთა მინისტრის მოხსენებაც — რა ხდება
-
გადახედვასაქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს დასავლური კურსი საფრთხეშია — აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვარა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე რა ვიცით თვალის არეში დაჭრილი ახალგაზრდა კაცის მდგომარეობაზე
-
გადახედვააქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო აქციაზე დაშავებული 8 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო — ჯანდაცვის სამინისტრო
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვამოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე მოვუწოდებთ, შეწყვიტონ ძალადობა, წინააღმდეგ შემთხვევაში სპეციალური საშუალებებით შევწყვეტთ აქციას — შს მინისტრის მოადგილე
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
კომენტარები