ბახტაძე: საერთაშორისო სავალუტო ფონდი მხარს უჭერს ეკონომიკის განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას
საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული ეკონომიკის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა სრულად თანხვედრაშია იმ პარამეტრებთან, რომელიც შეთანხმებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის პირველი მიმოხილვის შეფასებისას.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, 6 დეკემბერს საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - ეს არის „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის“ პროგრამის პირველი მიმოხილვის სრული მხარდაჭერა.
"ეს არის პირდაპირი გზავნილი იმისა, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გაცხადებული, ეკონომიკის განვითარების ოთხპუნქტიანი გეგმა არის სრულიად თანხვედრაში იმ პარამეტრებთან, რომელსაც საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდი უყენებს. თვითონ დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელსაც ეფუძნება ეს პროგრამა და შესაბამისად, ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ 2018 წლის ბიუჯეტში ჩავდეთ - ეს არის ინკლუზიური ზრდა. ამავე დოკუმენტში აღნიშნულია ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი იმისა, რომ ჩვენი საგარეო პოზიცია მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული, განსაკუთრებით ეს ეხება ექსპორტის ზრდას და საქართველოს მთავრობა ბუნებრივია, გააგრძელებს ამ მიმართულებით დამატებითი პროექტების განხორციელებას. აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მიენიჭება 2018 წელს ფისკალურ კონსოლიდაციას, ესეც ახალი მიდგომა იქნება. ამასთან, ერთად აღნიშნულია, რომ უნდა გაგრძელდეს ის სტრუქტურული რეფორმები, რომლებიც ჩვენ შევათანხმეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. ეს არის მრავლისმომცველი პროგრამა. ერთხელ ვიმეორებ, მთავარი გზავნილი ამ დოკუმენტით არის ის, რომ განვითარების ოთხპუნქტიან გეგმას აქვს სრული მხარდაჭერა. უფრო მეტიც პირველ მიმოხილვაზე დადებითი პასუხი აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ ფორმალური საბჭოს ჩატარება არ სჭირდება. თუ პრაქტიკაში ნახავთ, რომ სულ რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც აღმასრულებელი საბჭო ფორმალური საბჭოს გარეშე იღებდა ამ გადაწყვეტილებას და ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ის პარამეტრები, რომლებიც ჩვენ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შევათანხმეთ, არის ძალიან ჯანსაღი და ძალიან ამბიციური", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები