Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდოს პირველი ქართველი გამარჯვებული გამოვლინდა
Veuve Clicquot სახელობის საქმიანი ქალის ჯილდო საქართველოში წელს პირველად გაიცა და მისი მფლობელი კომპანია Dio-ს დამფუძნებელი ირმა დაუშვილი გახდა. გამარჯვებულს გადაეცა სამახსოვრო თასი ინდივიდუალური გრავირებით, ის ასევე შეითავსებს ბრენდის ელჩის როლს წლის განმავლობაში; გარდა ამისა, Veuve Clicquot-ს ვენახში ვაზის ერთ ძირს გამარჯვებულის სახელი დაერქმევა.
ტრადიციულ ჯილდოს შამპანურის სახლი Veuve Clicquot ყოველწლიურად მსოფლიოს 27 ქვეყანაში გასცემს ინოვაციური აზროვნების, თამამი იდეებისა და სტერეოტიპების ნგრევისათვის. ეს ჯილდო ერთგვარ „ოსკარად“ იქცა საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათთვის ის ნიშნავს ახალ შესაძლებლობებს შემდგომი წინსვლისთვის.
ამ საპატიო ჯილდოს ფლობენ მსოფლიოში ცნობილი ისეთი ქალები, როგორებიც არიან: ლეგენდარული არქიტექტორი ზაჰა ჰადიდი (Zaha Hadid), ბრიტანელი დიზაინერი ანია ჰინდმარჩი (Anya Hindmarch) და სხვები.
საქმიანი ქალებისათვის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოს მოსაპოვებლად ეროვნულმა ჟიურიმ ოთხი ნომინანტი შეარჩია: ნანი ანდიაშვილი, საერთაშორისო კორპორაცია ICR-ის თანადამფუძნებელი და დირექტორი, მაია ბიბილური, BTL ბიზნეს ტურიზმის კომპანიის დირექტორი, მარიკა ბიბილეიშვილი, ჩაის მაღაზიების ქსელის, Teamania-ს და რესტორნების ქსელის, Downtown-ის თანადამფუძნებელი და ირმა დაუშვილი, კომპანია Dio-ს დამფუძნებელი.
Veuve Clicquot ლუქსკლასის შამპანურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ძვირადღირებული და ხარისხიანი ბრენდია. Veuve Clicquot – „კლიკოს ქვრივს“ ნიშნავს: სწორედ 27 წლის ასაკში დაქვრივებული მადამ კლიკოს დამსახურებით გახდა ეს ბრენდი ევროპის ბურჟუაზიის საყვარელი სასმელი. მადამ კლიკოს სახელს უკავშირდება რამდენიმე მნიშვნელოვანი ინოვაცია ღვინის სამყაროში, როგორიცაა: რემუაჟის მაგიდის გამოგონება (მოწყობილობა, რომელიც ხელს უწყობს შამპანურის ნალექისგან დაწმენდას), პირველი ვინტაჟი და პირველი როზე, რომელიც წითელი და თეთრი ღვინის შერევით მიიღება.
1972 წელს, მადამ კლიკოს დამსახურების კიდევ ერთხელ დასაფასებლად, Veuve Clicquot-ს საქველმოქმედო ფონდმა დააწესა ჯილდო საქმიანი ქალებისთვის, რომლებიც მადამ კლიკოს სულისკვეთებას, ხასიათის სიმტკიცეს და ინოვაციურ ხედვას იზიარებენ.
ნომინანტების შესაფასებლად და დასაჯილდოებლად რამდენიმე კრიტერიუმია დაწესებული: ბიზნესმენ ქალს უნდა ჰქონდეს სამეწარმეო სულისკვეთება და, ამასთან, საკუთარ ორგანიზაციაშიც უზრუნველყოფდეს ამ სულისკვეთების კულტივირებას; ნომინანტი უნდა იყოს კომპანიის წამყვანი ძალა, იღებდეს თამამ გადაწყვეტილებებს თავისი საქმის ახლანდელი და სამომავლო წარმატებისთვის და აუცილებლად იყოს სამაგალითო როგორც კომპანიის შიგნით, ისე ფართო საზოგადოებისთვის.
1772 წელს დაარსებული შამპანურის სახლი Veuve Clicquot 1987 წლიდან LVMH Group-ის შემადგენლობაშია. მთავარი ოფისი რეიმსში მდებარეობს. მას სათავეში ქალი, სესილ ბონფონდი უდგას. კომპანიის ვენახები 393 ჰექტარზეა
გადაჭიმული, სარდაფების სიგრძე 24 კილომეტრს შეადგენს, პროდუქცია კი მსოფლიოს 150 ქვეყანაში იყიდება. Veuve Clicquot-ს ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კომპანია „გდ ალკოა“.
-
გადახედვა28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ 28 აპრილს აქციაზე, 23 საათისთვის, დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო — აგიხსნით, როგორ დავთვალეთ
-
გადახედვალომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს ლომჯარია მერიის განცხადებაზე: რა “არასანქცირებული” მიტინგი?! ასეთი ტერმინი მხოლოდ რუსეთს აქვს
-
გადახედვააქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს აქციაზე ალექსი პეტრიაშვილი დააკავეს
-
გადახედვაგანცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს განცხადება: საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით, ამ ეტაპზე, არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს
-
გადახედვასაია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა საია: არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა
-
გადახედვათბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია თბილისის მერია აცხადებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია არასანქცირებულია
-
გადახედვაწიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა წიწაკის სპრეის გამოყენების გამო, აქციის მონაწილეების ნაწილი შეუძლოდ გახდა
-
გადახედვაშსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვარუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა რუსთაველზე დაძაბულობაა — მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა
-
გადახედვაპარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ პარლამენტთან ვითარება დაიძაბა — აქციის მონაწილეები ცდილობენ, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით სცენაზე ავიდნენ
-
გადახედვარუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ რუსთაველის გამზირზე მრავალრიცხოვანი მსვლელობა გრძელდება — მოქალაქეები პარლამენტის შენობას, სიმბოლურად, წრეს არტყამენ
-
გადახედვამშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ მშვიდობიანი აქციის მონაწილეები, რესპუბლიკის მოედნიდან, პარლამენტისკენ დაიძრნენ
-
გადახედვაპროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი პროვოკაციების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება — ენმ და სტრატეგია აღმაშენებელი
-
გადახედვაარა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს არა რუსულ კანონს! — რესპუბლიკის მოედანზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
-
გადახედვარესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
კომენტარები