გიორგი მარგველაშვილი

8 Dec. 2017, 23:02

ჩვენ უნდა თვალი გავუსწოროთ იმ მოვლენას, რომ ვართ ძალადობისკენ მიდრეკილი საზოგადოება. საზოგადოება, რომლისთვისაც ერთმანეთთან ძალადობის ენით საუბარი მისაღები, გასაგები და ხშირ შემთხვევაში მოსაწონია.

შევხედოთ, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება სავსეა ამ ყველაფრით, შევხედოთ რანაირად ვეურთიერთობებით ერთმანეთს. აგრესიული ადამიანი, ადამიანი, რომელიც აგრესიის ფორმით გამოხატავს თავის პოზიციას, აბსოლუტურად მისაღები და გასაგებია. ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკულტურაში, ამას ვახორციელებთ ჩვენ მასკომუნიკაციაში.

რელიგია, რომლის ორი ამოსავალი ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებაა გიყვარდეს მტერი შენი და ნუ განიკითხავ სხვა ადამიანს, ჩვენ მოვახერხეთ და ვაქციეთ ერთმანეთისთვის თავში "ტაბურეტის" ჩარტყმის საშუალებად. ის ადამიანები, ვინც ამის წინააღმდეგ გამოდიან, ხშირად, მათი რიტორიკაც სავსეა აგრესიით.

განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის შემაჯამებელ მიღებაზე, რომელიც პრეზიდენტის სასახლეში 8 დეკემბერს გაიმართა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
  2. ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ მარშს გამართავენ
  3. დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
  4. ნიკა გვარამია : სრული კატასტროფა — რუსული კანონის გამო, ევროპარლამენტი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის გადახედვას ითხოვს
  5. რუსული კანონის მხარდამჭერი ბიზნესმენების სია: კავშირები მთავრობასთან, შემოწირულება და კორუფციული ბრალდებები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

EPP: დროა, სანქციები დაუწესდეს ივანიშვილს და ყველას, ვინც მას ეხმარება საქართველოს დემოკრატიის ნგრევაში

ჩვენ შეძრული ვართ იმ სასტიკი ძალადობით, რაც თბილისში, უცხო ქვეყნის აგენტების კანონის მშვიდობიანი პროტესტანტების…