ანატოლი ბოისა

9 Dec. 2017, 14:54

ოჯახში თანასწორობა მე პირადად ბედნიერებას მანიჭებს. მე და ჩემს მეუღლეს აბსოლუტურად თანასწორად გვაქვს განაწილებული ყველა საქმე, განსაკუთებით დათას, ჩვენი შვილის აღზრდა და მოვლა. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ბევრი თავისუფალი დრო მაქვს, შესაბამისად, ამ დროს სულ მათთან ერთად ვატარებ. მაშინაც კი, როცა ვარჯიშზე ვარ, დათა ძალიან ხშირად მიმყავს და ზეპირად იცის, ჩემი თანაგუნდელები ვინ რა ნომრით თამაშობს. მე და ჩემი შვილიც ხშირად ვთამაშობთ ერთად.

მგონია, რომ ოჯახში ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საშუალება განვითარების - ეს იქნება პროფესიული თუ პირადი. ვგრძნობ, რომ ჩემი მეუღლე ბედნიერია, როცა მას შეუძლია მაგალითად, მთელი დღე თავის პირად საქმეებს დაუთმოს, მეგობრებს შეხვდეს და არ ინერვიულოს, რომ შვილი მამასთანაა და მამა მას ვერ მოუვლის. ჩვენ ვენდობით ერთმანეთს და გამუდმებით ვზრუნავთ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ქვიზი: უპასუხე 10 კითხვას საქართველოს გეოგრაფიაზე
  2. ქვიზი: გამოიცანი ქართული სერიალი ფოტომინიშნებებით
  3. კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
  4. ქვიზი: რომელი ქართული ჯგუფი ხარ?
  5. "არც ლამაზია და არც მსახიობობა გამოსდის" — სიდნი სვინიმ კრიტიკას უპასუხა

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა

მოკლედ: თელავის რაიონულმა სასამართლომ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის და მკვლელობის…