ქობულეთში გაუჩინარებულ 18 წლის სკოლის მოსწავლეს ამ დრომდე ეძებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პირის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია გუშინ, 8 დეკემბერს მიიღეს.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე გამოძიება არ დაწყებულა.

დაკარგულის მამა მედიასაშუალებებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი შვილი სახლიდან 7 დეკემბრის დილას გავიდა და მას მერე არ უნახავს.