ენმ მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავიანთი პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მელიამ ბრიფინგზე განაცხადა.
"მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა დემოკრატიასთან აბსოლუტურად შეუსაბამოა. ამგვარი ქმედება განსაკუთრებულად აღმაშფოთებელია ქართველი და უკრაინელი ხალხის ისტორიული მეგობრობის და პუტინის რუსეთთან ერთობლივი ბრძოლის ფონზე", - აღნიშნა მელიამ და დასძინა, რომ სააკაშვილს უკრაინის პროკურატურამ პოლიტიკური დევნის მიზეზით წარუდგინა ბრალი.
მისი თქმით, ქართულ და უკრაინულ "ოლიგარქიულ რეჟიმებს" სააკაშვილის პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება სურს.
"მოგიწოდებთ ყველას ვისთვისაც ძვირფასია ორი ქვეყნის თავისუფალი და დემოკრატიული მომავალი, მოვითხოვოთ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლებისგან, შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა და გათავისუფლდეს ის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლდეს. ჩვენს მკაცრ პოზიციებზე დამოკიდებული როგორც ჩვენი ქვეყნების ევროპული მომავალი, ასევე მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ანტიდემოკრატიული და ავტოკრატიული ტენდენციების შეჩერება", - განაცხადა მელიამ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მეორედ რამდენიმე საათის წინ დააკავეს. პირველად კი ის 5 დეკემბერს დააკავეს. 5 დეკემბრის დილიდან გენერალური პროკურატურა და უსაფრთხოების სამსახური, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ბინას ჩხრეკდა. ჩხრეკის გამო ის შენობის სახურავზე ავიდა და გადმოხტომით იმუქრებოდა.
სახურავზე ყოფნისას, სააკაშვილი უკრაინის მოსახლეობას მოუწოდებდა, რომ ქუჩაში გამოსულიყო და ამ უსამართლობას წინ აღდგომოდა. ამ მოწოდების შემდეგ, სააკაშვილის ბინასთან მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ და სპეცრაზმის ავტომობილიდან დაიხსნეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი 5 დეკემბრის შემდეგ კიევის ცენტრში, კარვების ქალაქში იმყოფებოდა, მასზე კი ძებნა იყო გამოცხადებული.
უკრაინის ხელისუფლების ცნობით, სააკაშვილის ბინაში ჩხრეკა მის მიერ ორგანიზებული მიტინგების წინა ხელისუფების მიერ დაფინანსებას უკავშირდება. სააკაშვილი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
კომენტარები