ხუთშაბათს, 14 დეკემბერს, თბილისის დროით 22:00-ზე, ნასა კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ გაკეთებულ უკანასკნელ აღმოჩენაზე ისაუბრებს, რომელიც ეგზოპლანეტებსა და არამიწიერ სიცოცხლეს შეეხება.

საინტერესო ისაა, რომ ნასა ტექნიკის გიგანტ გუგლისგან იმ კომპიუტერებს იყენებს, რომლებსაც დასწვლის უნარი აქვთ - ე.წ. machine learning-ს. ეს არის ხელოვნურ ინტელექტთან მიახლოებული ტექნიკა, რომელიც კეპლერის მონაცემების ანალიზის ახალ გზას წარმოადგენს.

როდესაც კეპლერი გაუშვეს 2009 წლის მარტში, მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ როგორი გავრცელებული იყო პლანეტები ჩვენი მზის სისტემის მიღმა. კეპლერის წყალობით კი, დღეს ასტრონომებს მიაჩნიათ, რომ ყოველ ვარსკვლავს სულ ცოტა ერთი პლანეტა მაინც ჰყავს თავისი ორბიტის გარშემო.

კეპლერმა მისი მთავარი მისია 2012 წელს დაასრულა და გაფართოებული მისიით ერთი დამატებითი წელიწადი კიდევ აგროვა მონაცემები. 2014-ში კი, ტელესკოპმა ახალი გაფართოებული მისია, სახელად K2 დაიწყო, რომელიც მზის სისტემის გარეთ არსებული პლანეტების ძიებას აგრძელებს.

კეპლერის ტელესკოპიდან მიღებული უზარმაზარი რაოდენობის მონაცემები ნიშნავს, რომ მეცნიერებს არ აქვთ საკმარისი დრო, ყველა დეტალი შეისწავლონ და მიაგნონ იმ პლანეტას, რომელსაც ისინი ეძებენ - სიცოცხლისთვის ხელსაყრელს. ნასას იმედი აქვს, რომ ხელოვნური ინტელექტის წყალობით, ეს პროცესები დაჩქარდება და მეცნიერებს მეტი თავისუფალი დრო ექნებათ, რათა უფრო მნიშვნელოვანი სამუშაო აკეთონ.

აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, თუ რატომაა მნიშვნელოვანი ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ასტრონომიაში: