ბიტკოინი უკვე საფონდო ბირჟაზე იყიდება
ჩიკაგოში არსებული Cboe Global Markets გახდა პირველი საფონდო ბირჟა, რომელიც ბიტკოინების ფიუჩერსებს გაყიდის. ისტორიაში პირველი საფონდო ვაჭრობა მსოფლიოში ყველაზე პოპულარულ კრიპტავალუტაზე ჩიკაგოს ბირჟამ რვა დეკემბრის ღამით დაიწყო.
ვაჭრობის დაწყებიდან მალევე, საფონდო ბირჟამ ორჯერ შეაჩერა ვაჭრობა ფასების მაღალის ცვალებადობის გამო. საფონდო ბირჟას აქვს ვაჭრობის შეჩერების უფლება ორი წუთით, თუ ფასის ცვლილებამ 10 პროცენტს გადააჭარბა ხოლო, 20-პროცენტიანი ცვლილებისას ბირჟას შეუძლია ვაჭრობა 10 წუთით შეაჩეროს. პრობლემები შეექმნა ასევე საფონდო ბირჟის ვებსაიტს, რომელიც ორჯერ გაითიშა და ვერ ემსახურებოდა მომხმარებლებს მაღალი დატვირთვის გამო.
ბიტკოინის პირველი დღე ბირჟაზე სასარგებლო აღმოჩნდა ვალუტისთვის და მისი ფასი 25 პროცენტით გაიზარდა. ფიუჩერსი წარმოადგენს ერთგვარ სანაძლეოს გამყიდველსა და მყიდველს შორის. კონტრაქტში გაწერილია აქტივის ფასი და რაოდენობა. თუ ფასი შეთანხმების დადასტურების შემდეგ გაიზარდა, აქტივის მყიდველი მოგებულია, თუ კი ფასმა დაიწია, გამარჯვებული აქტივის გამყიდველია. ფიუჩერსებით ვაჭრობა რომელიმე აქტივზე, იქნება ეს ოქრო, ნავთობი თუ სხვა რამ, ამყარებს ნდობას ინვესტორების მხრიდან იმ აქტივზე, რომელზეც ვაჭრობა მიმდინარეობს. სწორედ ამ კუთხით, ბიტკოინის გასვლა ბირჟაზე, მნიშვნელოვანი იყო კრიპტოვალუტისთვის.
8 დეკემბერს შემდგარი ვაჭრობის შედეგად ბიტკოინის ფიუჩერსებზე ფასები გაიზარდა. 2018 წლის იანვრისთვის აღნიშნულ ბირჟაზე ერთი ბიტკოინი $18 700 ეღირება, თებერვალში კი - $19 200. ამავდროულად, Coinmarketcap.com-ის ინფორმაციით, გაიზარდა უშუალოდ ბიტკოინის ფასიც და $16 900 შეადგინა.
ბაზრის დადებითი რეაქციის შემდეგ ანალიტოკესები კრიპტოვალუტაზე მზარდ მოთხოვნას და მის სტაბილურ ზრდას პროგნოზირებენ. კრიპტოვალუტის ბირჟაზე გასვლა ხელს შეუწყობს სანდოობის ზრდას, ასევე, შესაძლოა, ბიტკოინში ინვესტირებაზე დაფიქრდნენ ის ინვესტორები, რომლებიც თავს იკავებდნენ არარეგულირებულ აქტივში ინვესტირებისგან.
-
გადახედვაბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია ბრიტნი სპირსის სასამართლო პროცესი საბოლოოდ დასრულდა — ბრიტნი თავისუფალია
-
გადახედვაროგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება როგორ გავძლებთ აქ? — LOUDspeakers პოლიტიკურ პროცესებს სიმღერით ეხმაურება
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
კომენტარები