სალმონელას აღმოჩენის გამო ლაქტალისი მომხმარებელს პროდუქციის გადაცვლას სთავაზობს
საქართველოს სუპერმარკეტებში ნაყიდ, ჩვილი ბავშვის რძესა და რძის სხვა პროდუქტებში, შესაძლოა, სალმონელას ბაქტერია იყოს. ფრანგულმა კომპანია ლაქტალისიმ პროდუქციის ვაჭრობიდან ამოღების შესახებ განკარგულება გასცა. კომპანიის პრესსპიკერმა მაიკლ ნალეტმა ასოშეიტედ პრესს უთხრა, რომ მსოფლიო მასშტაბით მილიონობით პროდუქტის ვაჭრობიდან ამოღება "სიფრთხილით" არის განპირობებული და ეხება მხოლოდ 2017 წლის თებერვლის შემდეგ წარმოებულ რძესა და რძის პროდუქტებს.
ლაქტალისი აცხადებს, რომ მათ 26 ყუთი ინფიცირებული პროდუქტი აღმოაჩინეს. მათი დასახელებებია: Picot SL, Pepti Junior 1, Milumel Bio 1 და Picot Riz. "გულწრფელად შეწუხებული ვართ შექმნილი სიტუაციით. თანაგრძნობასა და მხარდაჭერას ვუცხადებთ იმ ოჯახებსა და მშობლებს, რომელთა შვილებიც ავად გახდნენ", - აცხადებს მაიკლ ნალეტი.
მათ, ვინც ლაქტალისის პროდუქცია უკვე შეიძინა, კომპანია გადაცვლას სთავაზობს. მომხმარებელს, ასევე, შეუძლია რძე 2 წუთი ადუღოს, რაც, ლაქტალისის პრესსპიკერის თქმით, საკვებში სალმონელას ბაქტერიას მოკლავს.
ინფიცირების წყაროს ზუსტი წარმომავლობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ეჭვია, რომ სალმონელას ბაქტერია მაისში სამხრეთ საფრანგეთში, რძის გაშრობის დროს გაჩნდა. პირველი შეტყობინება 6 თვემდე ასაკის 20 დაავადებული ჩვილის შესახებ კომპანიამ დეკემბრის პირველ რიცხვებში მიიღო.
ლაქტალისი 85 ქვეყანაში ოპერირებს და კომპანიაში 75 ათასი ადამიანია დასაქმებული. კომპანიის წლიური ბრუნვა 17 მილიარდ ევროს შეადგენს. საქართველოს გარდა,პროდუქციის ექსპორტი ხდება საბერძნეთში, რუმინეთში, სერბეთში, ჩინეთში, ტაივანში, პაკისტანში, ავღანეთში, ერაყში, მაროკოში, ლიბანში, სუდანში, კოლუმბიასა და პერუში.
რა არის სალმონელა
სალმონელათი ინფექცია ხშირი ბაქტერიული დაავადებაა, რომელიც აზიანებს საჭმლის მომნელებელ სისტემას. სალმონელას ბაქტერია ნორმალურ პირობებში, ძირითადად, ცხოვრობს ცხოველებისა და ადამიანების ნაწლავებში, საიდანაც იგი ფეკალიებთან ერთად გამოდის. ადამიანები ინფიცირდებიან, ძირითადად, დაბინძურებული წყლის ან საკვების მიღებით.
ზოგიერთ შემთხვევაში, სალმონელას ინფქეციასთან დაკავშირებულმა ფაღარათამ, შესაძლოა, იმდენად გამოფიტოს ადამიანი, რომ საჭირო გახდეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. იმ შემთხვევაში, თუ ინფექცია გავრცელდა და გასცდა ნაწლავებს, შესაძლოა განვითარდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულებები. ცუდი სანიტარული ნორმების მქონე ქვეყნებში მოგზაურობისას სალმონელათი ინფექციის რისკი იზრდება.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბავშვთა კვების პროდუქტებში მოკვლევა უკვე დაიწყო. სააგენტოს თქმით, მათ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციიდან მიიღეს შეტყობინება საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ.
-
გადახედვარა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად რა მოხდება პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ, პროცედურულად
-
გადახედვაპრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს პრეზიდენტი: დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს
-
გადახედვაგურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ გურამ იმნაძე: როგორ მოვიქცეთ, თუ საგამოძიებო უწყებაში დაგვიბარებენ
-
გადახედვაქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა ქურდოვანიძე: თუ აქამდე კანონში მხოლოდ მედია და არასამთავრობოები იყო მოხსენიებული, ახლა მოიცვა ნებისმიერი შპს, ინდ. მეწარმე, და აბსოლუტურად ყველა
-
გადახედვაკობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს კობახიძის ლექციის პარალელურად, თსუ-ს მეორე კორპუსთან სტუდენტებს სცემეს
-
გადახედვააღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული აღმოაჩინეს ჰორმონი, რომელიც მონოგამიასთან არის დაკავშირებული
-
გადახედვაფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე" ფოტორეპორტაჟი: როგორ აღნიშნეს თბილისში "ოჯახის სიწმინდის დღე"
-
გადახედვაპირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს პირამიდებთან ახლოს ნილოსის ძველი განშტოების კვალს მიაგნეს
-
გადახედვაგენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს გენური თერაპიის მეშვეობით ბავშვს სმენა აღუდგინეს
-
-
-
გადახედვავარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა ვარჯიში დროის აღქმას ცვლის — კვლევა
-
გადახედვასაია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში საია-ს თავმჯდომარე განმარტავს, რა შეცვალა ქართულმა ოცნებამ რუსულ კანონში
-
გადახედვამიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება მიტროპოლიტი შიო: კანონის როგორც მომხრეთა, ისე მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები. ვფიქრობთ, როგორ დაიძლიოს ეს დაპირისპირება
-
გადახედვაქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს ქეთი მელუა: 21 წლის ასაკში ქალთან მქონდა ურთიერთობა, დიდ პატივს ვცემ ანტი-ჰომოფობიის დღეს
-
გადახედვანახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში ნახეთ: იუპიტერის ყინულოვანი თანამგზავრი ევროპა NASA-ს ზონდის ობიექტივში
-
გადახედვაიურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება იურისტი საბა ბრაჭველი: ხელისუფლებამ კანონში ჩუმად ჩაამატა ცვლილებები, რომლითაც მისი მოქმედება ფიზიკურ პირებზეც გავრცელდება
-
გადახედვაღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით ღაზაში შევიდა პირველადი დახმარების ტვირთი, ამერიკის მიერ აშენებული დროებითი ნავსადგურის საშუალებით
-
გადახედვაოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა ოკმელაშვილი: პოლიციას ხშირად გამოეყოფოდა უცნობი ბანდა, მომიტინგეებს ურტყამდნენ, "აბრტყელებდნენ", თავი ვალდებულად ჩავთვალე, სუსტები დამეცვა
-
გადახედვა"ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა "ლიმონის" დამფუძნებელს, გიორგი ოკმელაშვილს, რომელიც რუსულ კანონს აპროტესტებდა, პატიმრობა შეეფარდა
-
გადახედვააფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს აფხაზი ოპოზიციონერები მხარს უჭერენ საქართველოში რუსული კანონის მოწინააღმდეგე მანიფესტანტებს
კომენტარები