პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 111 ხმით დაამტკიცა.
ქვეყნის ძირითადი ფინანსური დოკუმენტი 13 დეკემბრის სხდომაზე ფინანსტა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წარადგინა.
ბიუჯეტიდან ყველაზე დიდი თანხას, 3,5 მილიარდ ლარს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მიიღებს. რიგით მეორე, 1,8 მილიარდიანი დაფინანსებით, ინფსრასტრუქტურის სამინისტროა. მესამე ადგილს კი განათლების სამინისტრო, 1,2 მილიარდიანი ბიუჯეტით იკავებს.
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების ჯამური მოცულობა 9 720,9 მილიონი ლარია, მათ შორის:
- შრომის ანაზღაურება - 1 413,6 მილიონი ლარი;
- საქონელი და მომსახურება - 1 201,3 მილიონი ლარი;
- პროცენტი - 550 მილიონი ლარი;
- სუბსიდიები - 445 მილიონი ლარი;
- გრანტები - 1 379 მილიონი ლარი;
- სოციალური უზრუნველყოფა - 3 492,8 მილიონი ლარი;
- სხვა ხარჯები - 1 239,3 მილიონი ლარი.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ბიუჯეტიდან ყველაზე დიდ დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტრო მიიღებს. დაფინანსება 2017 წლის გეგმასთან შედარებით იზრდება 112,2 მილიონი ლარით (ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან მიმართებაში უცვლელია) და 3,5 მილიარდი ხდება:
- სოციალური დაცვისა და საპენსიო უზრუნველყოფისათვის - 2,4 მილიარდი ლარი;
- ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებისთვის - 983,4 მილიონი ლარი;
- სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვისათვის - 25 მილიონი ლარი;
- შრომისა და დასაქმების სისტემის რეფორმების პროგრამა - 3,7 მილიონი ლარი.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის
გამოყოფილია 1,8 მილიარდი ლარი, რაც 557 მილიონი ლარით აღემატება 2017 წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს. სამინისტროს ბიუჯეტის 72 პროცენტი საგზაო ინფრასქტურქტურას მოხმარდება. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის - 1,3 მილიარდი ლარი;
- რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია - 288,5 მილიონი ლარი;
- წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაცია - 196 მილიონი ლარი.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სისტემაში გათვალისწინებულია მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებები და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროდან გადმოტანილია ახალგაზრდობის პოლიტიკის დაგეგმვასა და პროგრამებზე გათვალისწინებული თანხები (4,4 მლნ ლარი). 2018 წლისთვის ასიგნებები განსაზღვრულია 1,2 მილიარდი ლარით, მათ შორის:
- ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 678,1 მილიონი ლარი
- პროფესიული განათლების დასაფინანსებლად - 40,8 მილიონი ლარი;
- უმაღლესი განათლების პროგრამების დასაფინანსებლად - 133,8 მილიონი ლარი;
- მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობა - 65,6 მილიონი ლარი;
- საგანმანათლებლო დაწესებულებათა ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის - 97,2 მილიონი ლარი;
- ახალგაზრდობის სფეროში სახელმწიფო ხელშეწყობის ღონისძიებების დასაფინანსებლად - 4,2 მილიონი ლარი;
- დონორების დაფინანსებული პროექტის ფარგლებში დაიხარჯება (მათ შორის ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს - გრანტი) - 131,7 მმილიონი ლარი.
საქართველოს გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სამინისტრო
სამინისტროსთვის გამოყოფილია 274,8 მილიონი ლარი. გამოყოფილი თანხის ფარგლებში გათვალისწინებულია:
- სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაცია და აგროსექტორის განვითარების ხელშეწყობა - 61,7 მილიონი ლარი;
- სურსათის უვნებლობა, მცენარეთა დაცვა და ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობისათვის - 35,9 მილიონი ლარი;
- მევენახეობა-მეღვინეობის განვითარებისათვის - 25,1 მილიონი ლარი;
- სოფლის მეურნეობის დარგში სამეცნიერო კვლევითი ღონისძიებების განხორციელებისათვის - 5,2 მილიონი ლარი;
- ერთიანი აგროპროექტისთვის - 82,2 მილიონი ლარი;
- სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის ღონისძიებები - 7,8 მილიონი ლარი;
- გარემოსდაცვითი ზედამხედველობისთვის - 10,9 მილიონი ლარი;
- დაცული ტერიტორიების სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 14,6 მილიონი ლარი;
- სატყეო სისტემის ჩამოყალიბებისა და მართვისთვის - 10,4 მილიონი ლარი.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 802 მილიონი ლარი, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით გაზრდილია 100 მილიონი ლარით. აქედან, თითქმის, 50 პროცენტი შრომის ანაზღაურებას მოხმარდება.
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 569.6 მლნ ლარი, რაც პროექტის წინა ვარიანტთან შედარებით 35,4 მილიონი ლარით ნაკლებია.
აღნიშნული შემცირება გამოწვეულია იმით, რომ მთავრობის სტრუქტურაში დაგეგმილი ცვლილებების შესაბამისად სამინისტროს გამოეყო სსიპ - საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო (პროექტის წინა ვარიანტის მიხედვით ასიგნებები შეადგენდა 78,1 მილიონ ლარს) და სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების დეპარტამენტი (პროექტის წინა ვარიანტის მიხედვით ასიგნებები შეადგენდა 0,3 მილიონ ლარს), რის გამოც სამინისტროს დაფინანსება მცირდება 78,4 მლნ ლარით.
საზოგადოებრივი წესრიგი, სახელმწიფო საზღვრის დაცვა და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავების მიმართულებით დაემატა 43 მილიონი ლარი. მათ შორის, 11 მილიონი ლარი დაემატა წლის განმავლობაში პოლიციელთა მატერიალური წახალისებისთვის საჭირო ხარჯებისთვის, ხოლო 20 მილიონი ლარი ვერტმფრენების სრული რეაბილიტაციისთვის.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 150 მილიონი ლარი, რაც ბიუჯეტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 5 მილიონი ლარით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო
სამინისტროსთვის გათვალისწინებულია 120,9 მილიონი ლარი. ბიუჯეტის პროექტის მეორე წარდგენასთან შედარებით გაზრდილია 3 მილიონ ლარამდე, რაც გამოწვეულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის სამინისტროსთან შერწყმით.
კულტურისა და სპორტის სამინისტრო
დაგეგმილი სტრუქტურულ-ფუნქციური ცვლილებების გათვალისწინებით, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტის მიმართულება შეუერთდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს. შედეგად, ჩამოყალიბდა კულტურისა და სპორტის სამინისტრო, რომლისთვისაც გათვალისწინებულია 285,3 მილიონი ლარი.
იუსტიციის სამინისტრო
სამინისტროსთვის გამოყოფილია 63 მილიონი ლარი.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა და განსახლების სამინისტრო
სამინისტროსთვის გამოყოფილია 96,2 მილიონი ლარი.
ფინანსთა სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 82,3 მილიონ ლარს.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი
პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით გაზრდილია 350 ათასი ლარით და შეადგენს 1,6 მილიონ ლარს.
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს სასტუმრო პარაგრაფთან აქციის მონაწილე დააკავეს
-
გადახედვაპრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე კობახიძე აშშ-ს "ორ რევოლუციურ მცდელობაში" ადანაშაულებს — რა გავიგეთ მისი და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის პოსტებიდან X-ზე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები