სოხუმის "ბრეხალოვკის" ბოლო დღეები
აფხაზეთი შფოთავს - ცნობილი კაფესთვის სახელის შეცვლა ქალაქის ახლებურ სახეს ნიშნავს
როდესაც 7 დეკემბერს სოხუმის ქალაქის მილიციის უფროსი კაფედან "ბრეხალოვკის" წარწერიანი აბრის ჩამოსასხნელად ეკიპირების თანხლებით მივიდა - ამ კაფეში მუდმივად მოსიარულე ადამიანები აღშფოთდნენ და ამის გაკეთების საშუალება არ მისცეს.
ამგვარად, ქალაქის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა, რომ ამჯერად სოხუმელების აბსოლუტური ჰარმონიის, სულიერი სიმშვიდისა და შესაძლო კარგი განწყობისთვის აუცილებელია, რომ ბრეხალოვკას სახელი შეეცვალოს.
როგორც წესი, ამგვარ ინიციატივებს როდესაც წააწდები, მდიდარი წარმოსახვა მაშინვე იწყებს ეგრეთ წოდებული ინიციატორი ადამიანის წარმოდგენას. აი, მან გაიღვიძა, ყავა დალია, შესაძლოა, სიგარეტიც გააბოლა, ფანჯარაში გაიხედა და ჩაფიქრებულმა მიმართა ქალაქს: "ბოლოს და ბოლოს ბრეხალოვკას სახელი ხომ არ შევუცვალოთ?"
მაგრამ, მოდით, ყველაფერს თანმიმდევრულად გიამბობთ.
აფხაზეთის საინფორმაციო პორტალებზე ყველაფერი იმ სათაურებით დაიწყო, რომლებიც "ყავახანის სახელის შეცვლის მსურველ დედაქალაქის მაცხოვრებლებს" ეხებოდა. შემდეგ სტატიებში ნათქვამი იყო, თუ როგორც შეგროვდა ათეულობით ხელმოწერა, და რომ "ქალაქელებისთვის ყველაზე საყვარელი დასვენების ადგილის სახელწოდება მიუღებელია".
იდეის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კულტურის მუშაკთა პროფკავშირის რესპუბლიკური კომიტეტის თავმჯდომარემ, გურამ ბაზბამ ჟურნალისტებთან ინტერვიუში მოტივაციის განმარტებისას აღნიშნა:
"ეს უნიკალური ადგილია, გვერდით – პრეზიდენტის ადმინისტრაციაა, მოპირდაპირე მხარეს – აფხზებისთვის მნიშვნელოვანი ორი კულტურის ძეგლი, დედაქალაქის ცენტრი. სახელი "ბრეხალოვკა" ამ დაწესებულების მნიშვნელოვნებას არ შეესაბამება. ახლახან კი გაჩნდა აბრაც, რომელზეც დიდი ასოებით აწერია "ბრეხალოვკა".
უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენთან ბევრი ცნობილი პირი ჩამოდის, მათ შორის მეგობარი ქვეყნების ხელმძღვანელები, და სანაპიროს კაფეში შეუსვლელად ქალაქს არც ერთი მათგანი არ ტოვებს. სახელმწიფო დელეგაციის წარმომადგენლებს ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ყოველთვის იწვევენ სანაპიროზე გასასეირნებლად და ცნობილი აღმოსავლურად დამზადებული ყავის დასალევად. ამ დროს სტუმრებს უმასპინძლდებიან ღია ვერანდაზე, სადაც ყველას თვალწინაა აბრა „ბრეხალოვკა“.
არადა, ეს სიტყვა ხომ "ამაო ყბედობას, ტყუილს და სისულელეს" ნიშნავს. შემდეგ კი შეხვედრების შესახებ რეპორტაჟების დროს ადგილობრივი და უცხოელი ჟურნალისტებიც აღნიშნავენ ხოლმე, რომ საუბარი "ბრეხალოვკაზე" შედგა. ქალაქის ბევრ მაცხოვრებელს მიაჩნია, რომ ეს არასწორი და სამარცხვინოა".
შესაძლოა, ბევრი მოქალაქე მართლაც ასე ფიქრობს. თუმცა, თავად ბრეხალოვკაზე ასეთები ვერ ვნახეთ. ყავახანისთვის სახელის შეცვლის მომხრეები არც სოციალურ ქსელებში ჩანან.
სამაგიეროდ, მოწინააღმდეგეები ყოველდღიურად სვამენ ბრეხალოვლაზე ყავას, და უკვე დიდი ხანია – საკუთარი ფინჯნებიდან; თან ამბობენ, რომ ადგილზე სახელის შეცვლის ინიციატორბიდან არავინ უნახავთ.
ბრეხალოვკა ქალაქელებისთვის ყავის მოდუღებით იწყება. ალექსეი სარკისიანი აქ 1998 წლიდან მუშაობს, მას ეს ერთგვარი ესტაფეტა თავისი სიმამრისგან გადაეცა, სოხუმში ცნობილი აკოპისგან.
სხვათა შორის, თუკი თავიდან დავიწყებთ, მაშინ ამ ყავახანას , რომელიც 1959 წელს გაიხსნა, "აკოპთან" ერქვა. მოგვიანებით კი, ხალხური ზეპირსიტყვიერი შემოქმედების გავლენით, ეს ადგილი ბრეხალოვკა გახდა.
"თუკი სახელის შეცვლა ძალიან უნდათ, მაშინ პირველ ვარიანტს დაუბრუნდნენ. თანახმა ვარ, რომ ამ ადგილს "აკოპთან" ერქვას, მაგრამ მათ რაღაც ახალ იდეებს არ ვეთანხმები. აქ ხომ ყველაფერი ისე უბრალოდ არ ხდება, და არც ბრეხალოვკა გაჩნდა უბრალოდ", - თავის აზრს მიზიარებს ალექსეი, ვიდრე ქვიშაზე ახალი ჯეზვეები ადუღებას დაიწყებს.
"ყავა ლავროვისთვისაც მიმირთმევია, და დნესტრისპირეთის პრეზიდენტისთვისაც, და არასდროს მიგრძვნია, რომ მათ ამ დასახელებისგან რაიმე დისკომფორტი შეექმნათ. პირიქით, ის ვინც აქ უკვე ნამყოფია, უკვე თვითონ ამბობენ "ბრახლოვლაზე მივდივართ", რა არის ამაში ცუდი? ეს ყველაფერი ხომ ახლა არ შექმნილა, რატომ გადაწყვიტეს, რომ ახლა რაღაც უნდა შეცვალონ? და საერთოდ, ვინ არიან, ჩვენ მათ არ ვიცნობთ, აქ არასდროს გვინახავს“, – ამბობს "ბრეხალოვკის" თანამშრომელი ლარისა მარშანია.
რა დგას სინამდვილეში "ბრეხალოვკისთვის" სახელის შეცვლის უკან?
ეს ისტორია ალბათ რეალობისგან მოწყვეტილობის შესახებ არის. სიტყვა, რომელიც ბრენდი ხდება, დროთა განმავლობაში თავის ლექსიკონურ მნიშვნელობას კარგავს, და დამოუკიდებელ არსებით სახელად იქცევა. ყველაფრის გარკვეულ ჩარჩოში მოქცევა, საქებიც კი არის, მაგრამ არა მაშინ, როდესაც საქმე ცოცხალ ქალაქს ეხება. აქ არანაირი წესები არ არსებობს. "ბრეხალოვკას" ხომ ოფიციალურად დადგენილი სამუშაო საათებიც კი არ აქვს.
სირცხვილისთვის კი ჩვენს ქალაქში, სამწუხაროდ, ასობით სხვა მიზეზი არსობობს – დანგრეული ცენტრალური ქუჩები; წვიმების სეზონზე ნაპირებიდან ათჯერ მაინც გადმოსული მდინარეები; ამდენი წლის განმავლობაში ელემენტარული საგზაო მოძრაობის წესების დაცვის უუნარობა; მაგრამ - არა ბრეხალოვკა.
იქნებ ამისთვის მესამე თაობის "ბელახლოვკელი" უნდა იყო, მთელი ბავშვობა ჭადრაკის მაგიდებთან მამის გულშემატკივრობაში გქონდეს გატარებული, და ბოლოს, შენ თვითონაც ასე უნდა მიგაჩნდეს, რომ არ შეიძლება დღე ოფიციალურად დაიწყოს აქ, ამ ქვიშაზე მოდუღებული ყავის გარეშე.
პუბლიკაციის ავტორის მიერ წარმოდგენილი ტერმინები, ტოპონიმები, აზრები და იდეები მას ეკუთვნის და აუცილებელი არ არის, რომ JAMnews-ისა და On.ge-ს ან მისი ცალკეული თანამშრომლების აზრებსა და იდეებს ემთხვეოდეს.
-
გადახედვამძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება მძიმედ ნაცემი ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში მივიდა, სადაც რუსული კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს — ის ეტლით გადაადგილდება
-
გადახედვაDRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია DRI: ხელისუფლებამ რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია უკანონოდ დაარბია
-
გადახედვაარაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები. არაადამიანია ყველა, ვინც ამას ხედავს და არაფერს ამბობს. დღეს ან ხალხის მხარეს დგახარ და ადამიანი ხარ, ან სხვა გზას ირჩევ და არაადამიანი ხდები.
-
გადახედვანახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს ნახეთ: ჩინეთში მთვარის ყველაზე დეტალური ატლასი შექმნეს
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 63 ადამიანი დააკავეს — რა ბრალდებას უყენებს მათ შსს
-
გადახედვაწამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე წამებში გამიკეთეს წრე, შემათრიეს კორდონის შიგნით და გადამიარეს — რობი ზარიძე
-
-
-
გადახედვარა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით რა მოხდა გუშინ პარლამენტთან, შსს-ს ვერსიით
-
-
გადახედვასაია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა საია: საქართველოს პარლამენტთან აქციის დარბევა უკანონოა
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს
-
გადახედვამოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI მოვუწოდებთ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები — TI
-
გადახედვასპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს წყლის ჭავლის გამოყენებით შლის
-
გადახედვა"აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება "აქცია გახდა ძალადობრივი, ვიწყებთ კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელებას" — შსს-ს განცხადება
-
გადახედვასახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება სახალხო დამცველი: დაუშვებელია სპეციალური საშუალებების, მათ შორის, ე.წ. წიწაკის სპრეის დამიზნებით სახეში გამოყენება
-
გადახედვასპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც სპეცრაზმი დემონსტრანტებს დამიზნებით ესვრის გაზის კაფსულებს, მედიის ცნობით, ისროლეს რეზინის ტყვიებიც
-
გადახედვაზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ! ზაზა სარალიძე: მთელი საქართველო დავდგეთ ფეხზე ამ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ!
-
გადახედვამშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების ძალის გამოყენებით დაშლის შემდეგ, შსს კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
-
გადახედვაპოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი პარლამენტთან, მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ
-
გადახედვაპარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს პარლამენტთან დაძაბულობაა, პოლიციას მშვიდობიანი დემონსტრანტები ძალით გაჰყავს
კომენტარები