ვარსკვლავები, რომლებსაც მენტალური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლმა ჰქონიათ
ადამიანებში მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემა ძალიან ხშირია, მაგალითისთვის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სხვადასხვა კვლევების მიხედვით, ყოველი ხუთი დასაქმებულიდან ერთს ეს პრობლემა აწუხებს.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 450 მილიონ ადამიანს ფსიქიკური ჯანმრთელობის ესა თუ ის პრობლემა აღენიშნება.
ამ თემასთან დაკავშირებით ხშირია სტიგმა და დისკრიმინაცია, რომელიც საზოგადოების მიერ ამ ტიპის აშლილობის აღქმას სდევს თან. სწორედ ამიტომ მსოფლიოს მასშტაბით არაერთი ცნობილი მსახიობი, მუსიკოსი თუ შოუბიზნესის სხვა წარმომადგენელი გამოსულა, რომელმაც ხმამაღლა დაიწყო ამ თემაზე საუბარი და თქვა, რომ მას მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით პრობლემა ჰქონია.
ლადი გაგა
"არასდროს მითქვამს ეს, მაგრამ ახლა ვამბობ. ექიმების, ოჯახისა და მეგობრების სიკეთემ გადამარჩინა. ჩემი პირადი ტრავმა კი დამეხმარა, რომ სხვა ადამიანების ტკივილი უფრო ახლოს მიმეტანა გულთან."
სელენა გომეზი
"იყო დრო, როდესაც ტურნეებში სიარული მაშინებდა. მეშინოდა ხალხის წინ გამოსვლის, ქუჩაში გასვლის და ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი, საკუთარ ნაჭუჭში ჩკეტვა იყო. საბედნიეროდ მივხვდი, რომ ეს მე გამანადგურებდა და მოქმედება დავიწყე."
კარა დელევინი
"იყო დრო, როდესაც თავის მოკვლასაც კი ვფიქრობდი. მქონდა საშინელი დეპრესია და არავისთან შეხვედრის სურვილი არ მქონდა. დამიჯერეთ, ეს საშინელი შეგრძნებაა - მთელი სხეულით გრძნობ ტკივილს, რომელიც არაამქვეყნიურია."
კეიტი პერი
"ეს ისისეთი შეგრძნებაა, თითქოს მოსიარულე გვამი ხარ. ამის დასაძლევად ალკოჰოლისკენ მქონდა მიდრეკილება და თვითმკვლელობაზეც კი მიფიქრია. ამის შესახებ სიმღერაც დავწერე."
პინკი
"სევდამ შემიპყრო და იმ პერიოდში ეს იყო ერთადერთი რამ რასავ განვიცდიდი. წარმოიდგინეთ, თავს ბნელ კუთხეში მიმწყვდეულად ვგრძნობდი. ამ დროს კი ვიღაც უცხო ხალხი მოდის და გიღიმიან, ყვავილებს გჩუქნიან, შენ ვალდებული ხარ მათ გაუგო, არადა მარტო ყოფნა გსურს. მაშინ მეგონა, რომ მარტო ვიყავი, თურმე ასე არ ყოფილა და ახლა ჩემი მოვალეობაა ყველას ვუთხრა, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს - თქვენ მარტო არ ხართ, მე თქვენ მიყვარხართ და გახსოვდეთ, რომ სამყარო მშვენიერია. ხვალ უკეთესი დღე იქნება."
პრინცი ჰარი
"დედაჩემის სიკვდილის შემდეგ საშინელი დეპრესია მქონდა, კიდევ უფრო მეტად კი ბრაზსა და ზიზღს ვგრძნობდი ყველასა და ყველაფრის მიმართ. თუ ეს გადატანილი არ გაქვს, ვერ გაიგებ რასაც ვამბობ, ეს დაცემას ჰგავს, წამოდგომა კი ასეთ დროს ძალიან რთულია."
ადელი
"საშინელი შემოტევები მქონდა სცენაზე გასვლის წინ, მინდოდა იქიდან გავქცეულიყავი, გავმქრალიყავი და აღარ მეარსება."
კეტრინ ზეტა-ჯონსი
"არასდროს მინდოდა ამ თემაზე ხმამაღლა საუბარი. სპეციალურ კლინიკაში დავდიოდი ჩემი მენტალური პრობლემების მოსაგვარებლად. შემდეგ მივხვდი, რომ ამ თემის გარშემო საშინელი სტიგმები არსებობს და უნდა მელაპარაკა, რადგან ეს მე პირადად გამომიცდია. ყოველთვის მზად ვიყავი და მზად ვარ დავეხმარო ყველას. იცოდეთ, რომ თქვენ მარტო არ ხართ."
ემა სტოუნი
"პირველად როდესაც შეტევები დამეწყო, მეგობართან ვიყავი. ვერც კი გავაცნობიერე რა მოხდა. სამი წლის განმავლობაში ყოველი დღე იწყებოდა შიშით და ასევე მთავრდებოდა. მავიწყდებოდა რა ხდებოდა დღის განმავლობაში და დახმარებას დედას ვთხოვდი, რომ ჩემი გეგმები შეეხსენებინა. ერთდერთი რაც მაშინ მინდოდა სიკვდილი იყო."
დუეინ ჯონსონი
"ამ საშინელების მიღმა ბევრი კარგი რამ არის. ეცადეთ დაარწმუნოთ საკუთარი თავი, რომ ეს მოჩვენებითია, იმიტომ რომ მართლა ასეა. ეს ყველაფერი მხოლოდ ჩვენს გონებაშია და თუ ამას გავაცნობიერებთ, მაშინ მივხვდებით, რომ სამყარო მშვენიერია."
გლენ ქლოუზი
"დიდი დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ დახმარება მჭირდებოდა. ახლა ყველაფერი უკეთ არის, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩემს დასთან ერთად მენტალური პრობლემების მქონე ადამიანებისთვის დასახმარებელი ცენტრის გახსნა."
მიშელ ობამა
"ჩემმა მენტალურმა პრობლემებმა დიდი გავლენა მოახდინა ფიზიკურ ჯანმრთელობაზეც. მხოლოდ ფიქრიც კი, რომ შენ კვდები და ამას იჯერებ, განადგურებს. ხუთი წელი ვიტანჯებოდი და ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის დამარცხება, მაგრამ ეს შესაძლებელია. მთავარია სწორად მიუდგე ამ პრობლემას. ყველა ამერიკელს და არაამერიკელს ვთხოვ, რომ ერთმანეთს გავუფრთხილდეთ."
ბიონსე
"საშინელება იყო. არასდროს არ ვიცოდი და არ მახსოვდა სად ვიყავი ან რატომ ვიყავი. ავტომატურად ვაკეთებდი რასაც ვაკეთებდი და რობოტს ვემსგავსებოდი."
ელენ დეჯენერესი
"როდესაც ერთ-ერთი სამსახურიდან ხუთწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ წამოვედი, თავს იმედგაცრუებულად ვგრძნობდი. საშინელი დეპრესია დამეწყო. მთელ სხეულში ტკივილს ვგრძნობდი და ერთადერთი რაც მეფიქრებოდა თავის გადარჩენა იყო, გამოსავლად კი თავის მოკვლას ვხედავდი. საბედნიეროდ ასე არ მოხდა. ყველაფერი დავძლიე, ეს საშინელი ბნელი ამბები, რაც მაშინ გადამხდა დასრულდა. ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია და ეს უნდა დავაჯეროთ პირველ რიგში საკუთარ თავს. რა თქმა უნდა უამრავი ცუდი ამბავი ხდება ჩვენს თავს, მაგრამ უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ ეს დავძლიოთ."
ჰოლი ბერი
"დავკარგე შეგრძნებები, ემოციები, დროისა და სივრცის აღქმა. არ ვიცოდი ვინ ვიყავი და რა მინდოდა. ეს ყველაზე, ყველაზე დიდი საშინელება იყო რაც კი ოდესმე გადამხდენია."
ჯოან როულინგი
"მთავარია, რომ ბედნიერების პოვნა მოვახერხოთ მაშინაც კი, როდესაც ცხოვრებაში ყველაზე საშინელი პერიოდი გვაქვს."
ოპრა უინფრი
"მახსოვს ფილმის სცენარს ვკითხულობდი, უცებ თვალები დავხუჭე და საშინელი ტკივილი ვიგრძენი. მივხვდი რომ ოპრა გაქრა და უკვე ვიღაც სხვა იყო, ვისაც ჩემთვის ტკივილის მოყენება სურდა. მაიძულებდა, რომ სახლში ჩავკეტილიყავი, უარი მეთქვა მეგობრებზე, სამსახურზე, ყველაფერზე რაც მიყვარს, მაგრამ საბედნიეროდ არ გამოუვიდა."
ლეონარდო დიკაპრიო
"ყველაფერი The Aviator-ის გადაღებებზე დაიწყო. მაკიაჟს მიკეთებდნენ. ავდექი, გარეთ გავედი და ამ დროს დარწმუნებული ვიყავი, რომ სულ სხვა ადამიანი აკეთებდა ამას. საშინელი ტკივილები მქონდა, განსაკუთრებით კი სუნთქვის დროს, როცა ღრმად ჩასუნთქვას ვცდილობდი. ის რაღაც, ჩემს შიგნით მებრძოდა და უნდოდა გავენადგურებინე, მაგრამ არ იცოდა რომ მასზე ძლიერი ვიყავი და დავამარცხებდი."
ემა ტომფსონი
"ჩვეულებრივი დღე იყო, Sense and Sensibility-ს გადაღებაზე ვიყავი და უცებ რაღაც საშინელება დამემართა. თავიდან ვერც მივხვდი ეს რა იყო. დავიწყე წერა და ვფიქრობ, რომ სწორედ ამან გადამარჩინა."
-
-
გადახედვასანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს სანქციები, სავიზო შეზღუდვების გაფართოება, პირდაპირი დაფინანსების შეწყვეტა — რა წერია ამერიკელი სენატორების წერილში, რომელიც კობახიძეს გაუგზავნეს
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
კომენტარები