გია გაჩეჩილაძე აღიარებს, რომ პრემიერს ოჯახის ბიზნესის პრობლემების მოგვარებას სთხოვდა
გიორგი კვირიკაშვილის მეგობარმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა, ტელეკომპანია პირველის პირდაპირ ეთერში განაცხადა, რომ მან პრემიერს მიმართა თავისი სიძის კომპანიის პრობლემების მოგვარების თხოვნით.
გაჩეჩილაძემ ეთერში წაიკითხა ის მესიჯები, რომელიც, როგორც თავად ამბობს, სიტროენ ჯორჯიასთან დაკავშირებით კვირიკაშვილს გაუგზავნა. უცნობი პრემიერს აღნიშნულ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის არსებულ დავაში ჩარევას სთხოვდა:
"რაღაც საშინელება ხდება, რასაც 9 წელი შევაკვდი იმას მიკეთებენ, შენი ხათრით და პატივისცემით საჯაროდ არაფერს ვმოქმედებ. მირჩიე რამე, აღარ ვიცი, სხვა გზას არ მიტოვებენ. პ.ს. ისე ეს ეს ხეჩიკაშვილი მინისტრია თუ მანქანების ბინძური დილერი ვეღარ გავიგე. ბოდიშს გიხდი ემოციებისთვის, ვეღარ ვთოკავ საკუთარ თავს. არაფრის გულისთვის გვიპირებენ დაჩაგვრას. - პასუხი არ არის".
გადაცემა რეაქციაში გაჩეჩილაძემ ისაუბრა იმაზეც, რომ თავისი მეგობრების ოჯახის დახმარება სთხოვა, როგორც პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს, ასევე იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც. მან პირადი მიმოწერა ეთერში წაიკითხა:
"გიორგი გამარჯობა, უცნობი ვარ. შენს იქით გზა არ მაქვს. საკონსტიტუციო გადაწყვეტილების აღსრულება არ სრულდება. ახლა ჩემი მეგობრის ოჯახი ჩივის იმაზე, რომ აღსრულდეს საკონსტიტუციოს გადაწყვეტილება. ისედაც მაგარი ნაწამები ოჯახია. სახელმწიფოს ვალი აქვს ამ კაცის წინაშე. ზაალ ჟვანია ჰქვია. სახელმწიფომ თუ არ დაიცვა, ადამიანები როგორ დაიცავენ კანონს. ეს ხომ პირველ რიგში სახელმწიფომ უნდა გააკეთოს. მაგარი პატიოსანი ოჯახია. ძალიან გთხოვ, იღონეთ რამე. - გია გავარკვევ ყველაფერს სამართალდამცავებთან - მწერს პრემიერი. -თეასაც ვთხოვე გარკვევა წულუკიანს და ისიც შემპირდა, დიდი მადლობა ყურადღებისთვის ", - ეს და სხვა მსგავსი შეტყობინებები, გაჩეჩილაძემ პირდაპირ ეთერში წაიკითხა და განაცხადა, რომ პრემიერს დახმარება არაერთხელ სთხოვა, თუმცა მან მხოლოდ ერთხელ უპასუხა და უთხრა რომ სიტუაციაში გაერკვეოდა.
გია გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ ტენდერებს ავტომობილების შესყიდვაზე, უმეტესად სპორტის მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანია იგებს და კონკურენტებს აკოტრებს. კომპანია სიტროენ ჯორჯია გიორგი გაჩეჩილაძის სიძეს ეკუთვნის. ადვოკატები ამბობენ, რომ კომპანიები ფასებს ურთიერთშეთანხმებით აწესებენ, მთავრობა კი ტენდერის გამოცხადების დროს პირობებს ამ კომპანიებს ხელოვნურად არგებს.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გია გაჩეჩილაძის ბრალდებებს გუშინ, 13 დეკემბერს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის არ ელოდა ასეთ "დაუსაბუთებელ შეურაცხყოფას".
კვირიკაშვილის განცხადებით, თუ დადასტურდა, რომ მთავრობა შეცდა, ის მზადაა თანამდებობა დატოვოს, წინააღმდეგ შემთხვევაში გია გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს.
"მე არ შემიძლია მოვისმინო ქება ადამიანისგან და ეს ქება კიდევ უფრო შეურაცხმყოფელი იყო ჩემთვის, როდესაც ის შეურაცხმყოფელად იხსენიებს ჩემი გუნდის წევრებს".
პრემიერის თქმით, მან მთავრობის ადმინისტრაციას მისცა დავალება, რომ დაჩაგრული ბიზნესმენი ყოფილიყო თანაბარ საკონკურენციო პირობებში. მისივე თქმით, ის გაეცნო საქმეს და სპორტის მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილის და ის კომპანია, რომელშიც მას წილი აქვს, არაფერ შუაშია.
"მე მოვითხოვ, რომ მან მიმართოს, კონკურენციის სააგენტოსაც შეუძლია მიმართოს, მაგრამ რომ არ იყოს სპეკულაციები, რომ კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელს მნიშნავს ნიშნავს მთავრობის ხელმძღვანელი, მიმართოს სასამართლოს".
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
კომენტარები