როგორი იქნებოდა უმდიდრესი ამერიკული კომპანიების სია ემიგრანტების გარეშე
ბიზნესგამოცემა Fortune ყველაზე მაღალი შემოსავლების მქონე კომპანიების რეიტინგს ყოველწლიურად აქვეყნებს და მასში 500 უმსხვილესი ამერიკული კომპანია შედის.
მეოცნებეთა პროგრამის გაუქმების ინიციატივას ფართო საზოგადოებრივი წინააღმდეგობა შეხვდა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, ამერიკული ენტერპრენიორობის ცენტრმა (CAE) შეისწავლა და გააანალიზა Fortune 500-ის სია. კვლევითი ცენტრი შეეცედა ეჩვენებინა ამერიკელი კანონმდებლებისთვის თუ როგორი იქნებოდა უმდიდრესი ამერიკულ კომპანიების სია ემიგრანტების გარეშე.
როგორც აღმოჩნდა, Fortune 500 სიას ემიგრანტების გარეშე 216 კომპანია მოაკლდებოდა. საუბარია კომპანიებზე, რომლებიც დააარსეს ემიგრანტებმა და მათმა შვილებმა, მეორე თაობის ემიგრანტებმა. შედეგები იცვლება, თუ ყველაზე მსხვილ 25 კომპანიას დავაკვირდებით, მათგან 13 სწორედ პირველი ან მეორე თაობის ემიგრანტებმა დაარსეს.
ჯამურად, ემიგრანტების მიერ დაარსებულ 216 კომპანიაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, 13 მილიონი ადამიანი მუშაობს. კომპანიების ჯამური მოგება $5,3 ტრილიონია. დაახლოებით ამდენივეა მსოფლიოში სიდიდით მესამე ეკონომიკის იაპონიის წლიური მშპ. ემიგრანტების მიერ დაარსებული კომპანიები უმეტესად მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მუშაობენ.
ემიგრანტების გარეშე ამერიკის ეკონომიკას მოაკლდებოდა ისეთი კომპანიები როგორებიცაა Google, IBM, Boeing, AT&T და მრავალი სხვა. ამ და სხვა კომპანიის დამაარსებლები ან მათი შვილები სხვადასხვა დროს ჩავიდნენ ამერიკაში და წამოიწყეს საკუთარი ბიზნესი.
ანალიტიკოსების განმარტებით, კვლევის შედეგები შთამბეჭდავია, თუმცა ეს არ უნდა იყოს გასაკვირი, ვინაიდან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა პრობლემების გამო იცვლიან საცხოვრებელ ადგილს უფრო მეტად გრძნობენ პასუხისმგებლობას საკუთარ ბედსა და მომავალზე. ასეთი ადამიანები, ასევე, უფრო მეტად მიდრეკილები არიან წამოიწყონ საკუთარი ბიზნესი. გარდა ამისა, ის გამოცდილება, რომელიც ემიგრანტებს აქვთ ხელს უწყობს იყვნენ უფრო ადაპტირებული და მოხერხებულები. იქედან გამომდინარე, რომ ემიგრანტებს მრავალ სირთულესთან და უიღბლობასთან მოუწიათ გამკლავება უფრო მეტ პიროვნულ სიმტკიცესა და ნებისყოფას ავლენენ.
"გასაკვირია თუ რაოდენ დიდ გავლენას ახდენს დემოგრაფიული ფაქტორი ეკონომიკაზე. ეფექტი ნელი მაგრად საკმაოდ მნიშვნელოვანია. თავისთავად პირველი თაობის ემიგრანტები დიდ გავლენას ახდენენ ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაზე, თუმცა მათი შვილები უკეთესი განათლებითა და უფრო მეტი შესაძლებლობებით რამოდენიმე ათწლეულში გაცილებით უფრო დიდ გავლენას მოახდენენ ეკონომიკაზე", - წერს citylab.com.
მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა, მოსალოდნელი იყო დიდი ცვლილებები საემიგრაციო პოლიტიკის კუთხით. ტრამპის გეგმების შესახებ თავიდანვე იყო ცნობილი. ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტმა მიიღო დადგენილება, რომლის მიხედვითავ ქვეყანაში მოგზაურობა ეკრძალებათ ექვსი მუსლიმური ქვეყნის მოქალაქეებს. ცვლილები შეეხო ასევე საემიგრაციო ვიზების გაცემის საკითხსაც. უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება ე.წ. მეოცნებეთა პროგრამის (Dreamers Programe) მიმართულებით. აღნიშნული, პროგრამა შემუშავებულია იმისთვის, რომ 800 ათასზე მეტი ბავშვისთვის, რომლიც არალეგალურად შემოიყვანეს აშშ-ს ტერიტორიაზე, სახელმწიფოს მიეცა თავშესაფარი და არ გაებრუნებინა იმ ქვეყნებში საიდანაც ჩამოვიდნენ.
-
-
გადახედვაკონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე კონკრეტულად, რა დარღვევები დაადგინა სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვასტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. "გავრილოვის ღამის" საქმეზე დარღვევა დაადგინა — საია
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
-
გადახედვამიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან მიუხედავად დაპირისპირებისა და რთული ვითარებისა, უნდა გვაერთიანებდეს სამშობლოს სიყვარული და შეგვეძლოს მშვიდობიანი თანაცხოვრება — ეპისტოლედან
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე სალომე ზურაბიშვილი ელჩებს: დაძაბულ ვითარებაში ვართ... ჩემი თხოვნაა, განხორციელდეს მაღალი დონის ვიზიტები მაისის ბოლომდე
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
კომენტარები