დეკანოზ მამალაძის ადვოკატები ციხის ადმინისტრაციას ხელშეშლაში ადანაშაულებენ
ადამიანის უფლებათა ცენტრი ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და დეკანოზ გიორგი მამალაძის პირადი ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე სასჯელაღსრულების სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მიმართავს.
ორგანიზაციის განცხადებით, მიმდინარე წლის 11 დეკემბერს, დაახლოებით 10:30 – 13:00 საათის ინტერვალში, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურიდიული სამსახურის უფროსი თამარ ავალიანი, როგორც გიორგი მამალაძის ადვოკატი, იმყოფებოდა #9 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც მსჯავრდებულთან ხელმოსაწერად შეიტანა დოკუმენტაცია (მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესა და ერთ-ერთ ბანკს შორის ურთიერთობის ამსახველი დოკუმენტები).
ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, მსჯავრდებულ გიორგი მამალაძეს წერილობითი განცხადებით მიმართული ჰქონდა #9 დაწესებულების დირექტორისთვის აღნიშნული დოკუმენტაციის შეტანასთან დაკავშირებით ინფორმირების თაობაზე.
ადამიანის უფლებათა ცენტრის ცნობით, #9 დაწესებულებაში შესვლისას, ადვოკატმა გაიარა უსაფრთხოების შემოწმება და მითითებული დოკუმენტებით შევიდა მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან. დაწესებულებაში შესვლისას დოკუმენტების შეტანაზე ადვოკატისთვს უარი არ უთქვამთ და არ ჩამოურთმევიათ. ადვოკატმა გააპროტესტა ის ფაქტი, რომ დაწესებულების რამდენიმე თანამშრომელი შეეცადა დეტალურად გაცნობოდა დოკუმენტების შინაარს, რაც არსებული კანონმდებლობით, აკრძალულია. პროტესტის შემდეგ, დოკუმენტის შინაარსის გაცნობა შეწყდა და ადვოკატმა საბუთები დაუბრკოლებლად შეიტანა დაწესებულებაში მსჯავრდებულ გიორგი მამალაძესთან.
როგორც მამალაძის უფლებადამცველი ორგანიზაცია აცხადებს, პატიმართან შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, როდესაც თამარ ავალიანი შემოწმების ოთახში გადიოდა შემოწმებას, ოთახში შევიდა პირი, რომელმაც განაცხადა, რომ არის #9 პენიტენციური დაწესებულების უფროსის მოადგილე. მან ადვოკატს აუკრძალა მსჯავრდებულთან შეთანხმებული დოკუმენტების დაწესებულებიდან გატანა, იმ მოტივით, რომ ეს დოკუმენტები არ უკავშირდებოდა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც დეკანოზ გიორგი მამალაძე სასჯელს იხდის. ადვოკატმა მას აუხსნა, რომ პენიტენციურ დაწესებულებას არ ჰქონდა უფლება, ადვოკატისთვის ჩამოერთმია დოკუმენტაცია, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის ბანკთან ურთიერთობას ასახავდა და რომ ეს იყო პერსონალური ინფორმაცია, რომლის გაცნობის უფლებაც დაწესებულებას არ ჰქონდა. ადვოკატმა პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებს ასევე შესთავაზა, რომ გავიდოდა დაწესებულებიდან, ხელახლა გამოწერდა საშვს, დაბრუნდებოდა პატიმართან და თავად გადაცემდა გიორგი მამალაძეს მის პერსონალურ დოკუმენტაციას, რაზეც მიიღო აგრესიული პასუხი, რომ ამ დოკუმენტებით ადვოკატი ვერსად ვერ გადაადგილდებოდა (არსად გაუშვებდნენ) და უნდა მომხდარიყო დოკუმენტაციის ჩამორთმევა, რის შემდეგაც დოკუმენტებს მსჯავრდებულს თავად გადასცემდნენ. ამ გზით, ფაქტობრივად ზეწოლის მეთოდებით, ადვოკატს ჩამოერთვა დოკუმენტები.
13 დეკემბერს თამარ ავალიანისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები, რაც წარმოადგენდა მამა გიორგის პერსონალურ, პირად ინფორმაციას (მისი ურთიერთობა ბანკთან), პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა მსჯავრდებულს არ დაუბრუნეს და გადასცეს გამოძიებას.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, შესაბამისი ნორმატიული აქტებისა და მუხლების მითითებით, განმარტოს:
რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატისთვის ზემოაღნიშნული დოკუმენტების ჩამორთმევა;- რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა ადვოკატის აღნიშნული დოკუმენტებით დაწესებულებაში შეშვება და თუკი დაწესებულებაში აკრძალული დოკუმენტი შექონდა ადვოკატს, რატომ შეუშვეს იგი დაწესებულებაში;
- რა სამართლებრივი საფუძვლით მოხდა აღნიშნული დოკუმენტების - მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის პერსონალური, პირადი საბანკო ინფორმაციის გამოძიებისათვის გადაგზავნა;
- სასწრაფო წესით, დაარქივოს და გადასცეს ადამიანის უფლებათა ცენტრს 11 დეკემბერს ადვოკატ თამარ ავალიანის #9 დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი სრული ვიდეოჩანაწერი (დაახლოებითი ინტერვალი: 10:30 – 13:00 საათი);
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრის გენერალურმა ინსპექციამ სასწრაფო წესით დაიწყოს მოკვლევა ადვოკატის საქმიანობის ხელშეშლისა და მსჯავრდებულის პირადი, კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტზე, რათა მოხდეს #9 დაწესებულების თანამშრომელთა დარღვევის იდენტიფიცირება და მათი პასუხისგებაში მიცემა;
On.ge შეეცდება მოიპოვოს სასჯელაღსრულების სამინისტროს პასუხი მამალაძის ადვოკატების ბრალდებებზე.
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
-
გადახედვაბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა ბუდუ ზივზივაძე: ვერანაირად გამართლდება მშვიდობიან მომიტინგეებზე თავდასხმა
-
გადახედვასაიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ საიას განცხადება გელა ნადირაძის ადგილსამყოფლის და მდგომარეობის შესახებ
-
გადახედვაქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ ქართველი იუთუბერები საერთო ვიდეოს ავრცელებენ და რუსულ კანონს გმობენ
-
გადახედვაახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი ახლა საქართველოს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული, მე ნათლად ვთქვი, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ეს კანონი პრობლემაა — ხერტ იან კოოპმანი
-
გადახედვასაჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს საჩხერელი გელა ნადირაძე, რომელიც აქციაზე გაუჩინარდა, საავადმყოფოში ნაცემი იპოვეს
-
გადახედვაახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა ახლობლები ეძებენ აქციაზე საჩხერიდან ჩამოსულ კაცს — მას, სავარაუდოდ, სპეცრაზმმა სცემა
-
გადახედვაღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს! ღოღობერიძე: ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ საქართველოში იმათთვისაც იქნება ღირსეული ადგილი, ვინც დღეს, სხვადასხვა მიზეზების გამო, სხვაგვარად ფიქრობს!
-
-
გადახედვალანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას? ლანა ღოღობერიძე: გგონიათ, წყლის ჭავლით და რეზინის ტყვიებით შეძლებთ ამ საუკუნეებით გამოწრთობილი სულისკვეთების ჩაკვლას?
-
გადახედვარუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები გმირთა მოედნის პიკეტირებას გეგმავენ — საპროტესტო აქცია ჩატარდება პარლამენტთანაც
-
გადახედვაკაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა კაცს, რომელმაც ლილოს მოვაჭრე შეკვეთით მოკლა, უვადო პატიმრობა შეეფარდა
-
-
გადახედვასაპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას საპარლამენტო ოპოზიციის ბრიფინგი პარლამენტის დაკეტილ ჭიშკართან და მათი მთავარი გზავნილები ხელისუფლებას
-
-
გადახედვარამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
კომენტარები