საზოგადოებრივი მაუწყებელი: TI-საქართველოს ბრალდებები და დასკვნები უსაფუძვლოა
საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს მიერ 15 დეკემბერს გამოქვეყნებული კვლევა, რომელიც მაუწყებელში არსებულ პრობლემებს ეხება, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
"უპირველეს ყოვლისა, გვინდა აღვნიშნოთ, რომ საზოგადოებისთვის აქტუალური თემის კვლევის გამოქვეყნებისას უმნიშვნელოვანესია, კარგად იყოს განმარტებული კვლევის/ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგია და ინფორმაციის მოპოვების/დამუშავების გზა, რომლის შედეგადაც გამოიკვეთა პრობლემური საკითხები და გაიცა რეკომენდაციები.
გარდა ამისა, საკვლევი ობიექტისგან ინფორმაციის მიღების მეთოდად მხოლოდ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა არ მიგვაჩნია რელევანტურად, რადგან ეს უკანასკნელი არ შეიცავს განმარტებებს, რაც თავისთავად არ იძლევა მიმდინარე პროცესების სწორად, კომპლექსურად და მთლიან კონტექსტში აღქმის საშუალებას", – აცხადებს საზოგადოებრივი მაუწყებელი.
მათივე განცხადებით, მსგავსი საკითხების ანალიზისას, ავტორებმა უნდა გამოიჩინონ მეტი პროფესიონალიზმი და საზოგადოებას არ შეუქმნან მცდარი აზრი მათივე დაფინანსებული ორგანიზაციის საქმიანობის მიმართ.
მაუწყებელი მიიჩნევს, რომ კვლევის ანგარიშში გამოთქმული უსაფუძვლო დასკვნები, ფაქტობრივი დასაბუთების გარეშე, წარმოადგენს ბრალდებას და შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი მიიჩნევს, რომ აღნიშნული საკითხი სამართლებრივ ჭრილში უნდა იყოს განხილული.
"სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ცალკეული პირის მიერ, საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე რეფორმების ასეთი მტკივნეული აღქმა გვაფიქრებინებს, რომ ისინი არ იცნობენ ევროპის ქვეყნების საზოგადოებრივი მაუწყებლების საქმიანობის პრაქტიკას.
ვფიქრობთ, ყველა ინსტიტუტი, მედიის წარმომადგენელი და მედიის სფეროს განვითარებით დაინტერესებული მხარე უნდა იყოს მეტი პასუხისმგებლობით და ინფორმირებულობით ჩართული პროცესში, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება, თუმცა დასაბუთებული კვლევის საფუძველზე და მყარი არგუმენტებით, რაც მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის, როგორც თავისუფალი, თუმცა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული ინსტიტუციისთვის, ასევე იმ დემოკრატიული ღირებულებების დაცვისთვის, რომლის მატარებელიც არის ეს მედიაორგანიზაცია", – ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო 15 დეკემბერს გამოქვეყნებულ კვლევაში სხვა პრობლემებს შორის საუბრობს მაუწყებელში დასაქმების გაუმჭვირვალე პროცესზე, რა დროსაც იქ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეარხის ჟურნალისტები და მენეჯერები დაინიშნენ. გარდა ამისა, პრობლემებს შორისაა დასახელებული საკანომდებლო ცვლილებები, რომლის შემდეგაც, მაუწყებელს უფლება ექნება, გარკვეული სახის პროდუქცია ტენდერის გარეშე შეისყიდოს, რაც, არასამთავრობო ორგანზიაციის განცხადებით, კორუფციას ზრდის. უფრო ვრცლად აღნიშნულ კვლევაზე წაიკითხეთ აქ.
-
-
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
კომენტარები