სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო აქტივისტებისთვის ადგილი არ არის
ახალგორელი აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი შინაპატიმრობის ოთხ თვეს ხვალ მიითვლის. ის 2017 წლის 16 აგვისტოს დააკავეს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მმართველი პოლიტიკური პარტიის ედინაია ოსეტიას მიმართ ცილისწამების ბრალდებით. მას შემდეგ ოთხი სასამართლო პროცესი ჩატარდა ცხინვალში, ბრალდებულის სახლი არაერთგზის გაიჩხრიკა, არაერთი დაკითხვა ჩატარდა, თუმცა გამოძიებამ მაინც ვერ შეძლო საკმარისი მტკიცებულების მოპოვება იმის დასამტკიცებლად, რომ მეარაყიშვილი დამნაშავეა.
ამასობაში დრო, რა თქმა უნდა, მიდის, თამარს კი ყველანაირი დოკუმენტი აქვს ჩამორთმეული და გადაადგილების უფლება - შეზღუდული. მთელ დროს ის ახალგორში, საკუთარ სახლში ატარებს და გარეთ გასვლას მხოლოდ სასამართლო პროცესზე ან დაკითხვაზე წასვლის შემთხვევაში ახერხებს, ისიც ადვოკატის თანხლებით. მისი მდგომარეობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ადამიანის უფლებების შელახვის თვალსაზრისით, თუმცა რეალობა დე-ფაქტო ადმინისტრაციაში ასეთია და მასზე გავლენას ქართული მხარე ვერ ახდენს.
სასამართლოზე ცხინვალში მეარაყიშვილს კითხავენ და მისგან იმ ინფორმაციის მიღებას ცდილობენ, ვის გულისხმობდა კონკრეტულად, როდესაც პარტიის საქმიანობას აკრიტიკებდა. სასამართლო სხდომაზე მეარაყიშვილს ასევე ეუბნებიან, რომ მის გარდა, აქტივისტი იქ არ არსებობს.
ამერიკის ხმა გთავაზობთ ამონარიდს ცხინვალში გუშინდელი სასამართლო სხდომიდან:
მეარაყიშვილი: როდესაც ამბობთ სამოქალაქო აქტივისტს, ეს მაინცდამაინც მე უნდა ვიყო?
პროკურორი: დიახ, თქვენ, რადგან რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ჩვენთან სხვა სამოქალაქო აქტივისტები არ არიან.
მეარაყიშვილი: ეს ხომ თანამდებობა არაა.
ამერიკის ხმა თამარ მეარაყიშვილს ახალგორში დაუკავშირდა. მათთან საუბრისას ის გუშინდელი სასამართლო სხდომის დეტალებისა და მის მიმართ გამოთქმული პრეტენზიების შესახებ საუბრობს:
"რამდენიმე ნაცნობმა არაოფიციალურად მითხრა, რომ პროკურატურა ეძებს ჩემი რესპუბლიკიდან გაძევების მიზეზსა და საშუალებას. ამიტომაა ეს ყველაფერი ატეხილი. მე არ მინდა წამოსვლა, რა თქმა უნდა და გაძევებაზეც რომ მიდგეს საქმე, მე ვიბრძოლებ. როგორ შეიძლება საკუთარი სახლიდან გააძევო ადამიანი და ეს იყოს კრიმინალების სურვილის გამო, ვინც აქაურიც კი არაა. ხვალ ოთხი თვე შესრულდება, რაც ეს ამბავი გრძელდება.“
მეარაყიშვილი გულისხმობს სპარტაკ დრიაევს, მმართველი პარტიის ადგილობრივ წარმომადგენელს ახალგორში, ვინც მას უჩივლა პარტიის მიმართ გაკეთებული „ცილისმწამებლური“ განცხადებების გამო. დრიაევი არაა ახალგორის მკვიდრი. ის გორში ცხოვრობდა და ციხეში მკვლელობის გამო მოხვდა, 2011 წელს კი ცხინვალში გადაიყვანეს, პატიმრების ეგრეთ წოდებული გაცვლისა და პრეზიდენტის შეწყალების შემდგომ.
თამარ მეარაყიშვილი ფიქრობს, რომ მას ასეთი ფორმით აიძულებენ დატოვოს ახალგორი, რის შემდეგაც დე-ფაქტო ხელისუფლებას "პრობლემური მოქალაქე" აღარ ეყოლება.
კონფლიქტებით დაზარალებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების საკითხებში სახალხო დამცველის წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ აქტივიზმი, ზოგადად პრობლემაა დე–ფაქტო ადმინისტრაციისთვის:
"მეარაყიშვილს ამ ოთხი თვის მანძილზე ორჯერ ჰქონდა აღკვეთილი თავისუფლება უკანონოდ, მისი თავისუფლების შეზღუდვა მოხდა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში ამის მიზანია ის იძულებული გახადონ დატოვოს ახალგორი, რითაც განსხვავებული აზრი ახალგორში დადუმდება, კონკრეტულად.
თუმცა, ჩვენ ამას უნდა შევხედოთ, არა როგორც იზოლირებულ შემთხვევას. ზოგადად, მთლიანად, ეგრეთ წოდებულ სამხრეთ ოსეთში სამოქალაქო საზოგადოებისთვის და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის თავისუფალი სივრცე არ არის და მათზე ზეწოლას რეგულარული ხასიათი აქვს. ბოლო წლებში რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია დაიხურა, ქალთა ორგანიზაციები, მათ შორის, რაც ნამდვილად პრობლემურია. ასე რომ თამარზე ზეწოლა მისი უფლებების დარღვევაა და ასევე მისი ეს შემთხვევა გამოხატავს და მიანიშნებს სამხრეთ ოსეთში შექმნილ ზოგად მდგომარეობაზე სამოქალაქო აქტივიზმისა და დემოკრატიზაციის კუთხით".
კავკასიური სახლის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კანაშვილი ამერიკის ხმასთან საუბრისას ამბობს:
"ეს პროცესი, თავიდან ბოლომდე არის არა კონკრეტული დანაშაულის საფუძველზე აღძრული, არამედ იმის გამო, რომ თამარ მეარაყიშვილის მთავარი "დანაშაული" არის მისი, როგორც საზოგადოებრივად აქტიური ადამიანის არსებობა, რომელიც თავისი გამონათქვამებით, პოზიციის დაფიქსირებით სხვადასხვა საკითხებზე, რაც ეხებოდა ახალგორს, პრობლემებს უქმნიდა ხელისუფლებას. ეს ყველაფერი გადაიზარდა იმაში, რასაც ვაკვირდებით. დე–ფაქტო ადმინისტრაციას რომ ჰქონდეს სერიოზული მტკიცებულებები თამარის დამნაშავეობის შესახებ, სხვა სურათს ვიხილავდით. სამწუხაროა, რომ ეს ხდება და ჩვენ არ გვაქვს ბერკეტები ცხინვალის მმართველებზე მოვახდინოთ პირდაპირი ზეწოლა".
თამარ მეარაყიშვილმა, რომელიც მთელ დროს სახლში ატარებს, რთული და სტრესული გარემოდან თავდაცვის ავტონომიური მეთოდი შეიმუშავა, რომელიც, ამავდროულად ფინანსურად გააძლიერებს.
"იმისთვის, რომ გავაგრძელო ბრძოლა ჩემი უფლებებისთვის, სახსრებიც მჭირდება", - უთხრა თამარმა ამერიკის ხმას ჰყვება თუ როგორ დაიწყო ბისერებით სხვადასხვა აქსესუარებზე მუშაობა, რომელთა რეალიზებას ის თბილისში აპირებს.
არტ თერაპია თამარ მეარაყიშვილისთვის ერთგვარი თავშესაფარია, რომელიც მომავალი ბრძოლებისთვის ძალებს მატებს. ეს უკანასკნელი კი მას ნამდვილად სჭირდება, რადგან ის საუთარ სახლში ცხოვრების უფლების მოპოვებისთვის იბრძვის და მის მიტოვებას არ აპირებს.
-
გადახედვარუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა რუსეთმა ვოლოდიმირ ზელენსკი ძებნილად გამოაცხადა
-
გადახედვააზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს
-
გადახედვადერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს დერეკ შოლე: მრავალწლიანი პარტნიორობის შემდეგ, ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებები სასწორზე დევს
-
გადახედვააქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია აქცია ქართული ოცნების ოფისთან — სანაპირო გადაკეტილია
-
გადახედვაქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ ქართველი სტარტაპერები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
-
გადახედვასაქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა საქართველოს რეიტინგი, პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში, 26 ადგილით დაეცა
-
გადახედვაჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
-
გადახედვადღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია დღეს, კობახიძემ, ამ ქვეყნის ისტორიაში უპრეცედენტო და უდიდესი თავდასხმა განახორციელა აშშ-ზე — გრიგოლ გეგელია
-
გადახედვარა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე რა უნდა ვიცოდეთ დღევანდელ პროტესტზე, რომელიც 18:30-ზე დაიწყება სასტუმრო პარაგრაფთან, თავისუფლების მოედანზე
-
გადახედვაკალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ" კალაძე სპორტსმენებზე, რომელმაც ხელისუფლების ძალადობა დაგმეს: "მეც ვუერთდები "არა რუსულ კანონს", ამ სუფთა ქართულ კანონს კი აუცილებლად მივიღებთ"
-
გადახედვამინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე მინდა, მივმართო ჩვენი ქვეყნის აკრედიტებულ ელჩებს მეგობარ ქვეყნებში... საკითხი ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს! — მამუკა ხაზარაძე
-
გადახედვაპოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI პოლიციის უმოქმედობა აქციის მონაწილეებზე ძალადობას ახალისებს — DRI
-
გადახედვაპარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა
-
გადახედვა11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა 11 მაისს, ევროპის დღეს, რუსული კანონის საწინააღმდეგო მანიფესტაცია დაანონსდა
-
გადახედვაცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ ცირკთან აქციის მონაწილეებს, უცნობი პირები, ფიზიკურად გაუსწორდნენ
-
გადახედვასაფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ საფრანგეთში მცხოვრები ქართველი სტუდენტები რუსული კანონის გაწვევას მოითხოვენ და აქციის მონაწილეებზე ძალადობას გმობენ
-
გადახედვაგზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია გზის გადაკეტვა შეკრების თავისუფლების ფორმაა — საია
-
გადახედვაკობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე კობახიძე აშშ-ში მიიწვიეს დათქმით, რომ ვიზიტამდე უნდა შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა — საგარეო აშშ-ის ელჩის განცხადებაზე
-
-
გადახედვაპოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა პოლიციამ გმირთა მოედანზე, რამდენიმე წუთის წინ, სამი ადამიანი დააკავა
-
გადახედვაჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი ჩაკვეტაძე: არაფერი არ დგას ჩვენს ხალხზე მაღლა, გაიწვიეთ ეს კანონი
კომენტარები